Global Finance-მა თიბისი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

ტბს

ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-მათიბისი 2023 წელსსაქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.

გამარჯვებული ბანკების გამოსავლენად, Global Finance-მა სხვადასხვა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. მათ შორის, მიმდინარე წელს ბანკების აქტივების ზრდა, მომგებიანობა, გეოგრაფიული მიღწევები, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის განვითარება და ინოვაციური პროდუქტები. ასევე, გაითვალისწინეს შემდეგი სუბიექტური კრიტერიუმებიც: კაპიტალის და საკრედიტო რეიტინგის ანალიტიკოსების, საბანკო საქმის ექსპერტებისა და ინდუსტრიაში ჩართული სხვა პირების მოსაზრებები.

„წლევანდელიდაჯილდოების გამარჯვებულები ის ბანკებიგახდნენ, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან თავიანთი კლიენტების საჭიროებებს და რომლებმაც ძლიერი შედეგების მიღწევით  საფუძველი ჩაუყარეს მომავალ წარმატებას. ისინი  გონივრულად მართავდნენ თავიანთ აქტივებსა და ვალდებულებებს სწრაფად ცვალებად ფინანსურ გარემოში,“ - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.

„ეს აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, Global Finance-მა საუკეთესოდ ბანკად დაგვასახელა საქართველოში და რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მომხმარებელზე და მის საჭიროებებზე ზრუნვა იყო. ჩვენი გუნდი  ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს, ეს აღიარება კი ამის ნათელი დადასტურებაა. თიბისისთან ერთად Global Finance-ისდაჯილდოებაში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, ვფიქრობ, მათ გვერდით ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა,” - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ჟურნალი Global Finance-ი  1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ.  გავლენიანი გამოცემა უკვე  36  წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.  Global Finance-ი  რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დემეტრე
1 ლარი და 1 გაზიარებაც მნიშვნელოვანია! პატარა დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია, მას თავის ტვინის აუტოვენური სიმსივნე აქვს, მკურნალობის 3 კურსის შემდეგ, უსახსრობის გამო ვერ შესძლო მკურნალობის გაგრძელება და მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში არის, ასე მგონია ჩვენმა გულგრილობამ მიიყვანა დემეტრე აქამდე, 9 თვე ვაგროვებდით ფულს და ვერ შეგროვდა და ამის გამო ის ახლა რეანიმაციაშია. ვცდილობთ გადავრჩინოთ, ყ...

საზოგადოება 1685467022

მიხეილ სააკაშვილი
„ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო“ - იან კელი ღარიბაშვილს

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...

პოლიტიკა 1685465201

მიშელი
„ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია“ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....

პოლიტიკა 1685462135

წავკისი
წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის  შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.   ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე  საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...

საზოგადოება 1685462057

პრიგოჟინი
„ნუ ცრუობთ“ - პრიგოჟინი რუსულ პროპაგანდას სიცრუეში ამხელს

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1685460921

ხაინდრავა
„გოვორიტ მოსკვა“ - რას წერს გოგა ხაინდარავა რასა იუკნევიჩიენზე

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...

სოცმედია 1685460818