“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბიზნესი & ეკონომიკა • 1780383827
საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკი დათო გორგილაძის საავტორო პროექტის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი სეზონის გენერალური პარტნიორია.
გადაცემა, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს, მაყურებლისთვის საინტერესო რესპონდენტების გაცნობას, ერთი სეზონის ფარგლებში აგრძელებს.
მეორე ეპიზოდის სტუმარი გია დვალია. გადაცემა YouTube-ზე დღეს, 21:00 საათზე დაიდება. ეპიზოდის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
გადაცემის ფარგლებში, გია დვალი ისაუბრებს ფიზიკის, მეცნიერების, ცოდნის, დიდი იდეების და კიდევ მრავალი საინტერესო საკითხის შესახებ.
ინფორმაციისთვის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” მიზანი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ან შედარებით უცნობი ადამიანების საინტერესო პრიზმებიდან ჩვენებაა - ისეთი ადამიანების, ვინც ცდილობენ და ქმნიან; აქვთ ცნობისმოყვარეობა და ჟინი მის დასაკმაყოფილებლად. ისეთი პერსონების, ვინც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის და შეიძლება გულწრფელი საუბრის გარდა მათთან ახალი იდეები, განცდები და ინსპირაციაც მიიტანონ.
სეზონის განმავლობაში, გადაცემის სტუმრები იქნებიან ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის საზოგადოებრივ თუ კულტურულ ცხოვრებას, რომლებიც საზღვრებს გარეთ ყოფნის დროსაც კი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებრივ, სამეცნიერო, კულტურულ და სახელოვნებო ცხოვრებაში. შესაბამისად, მათი პროფესიული, საზოგადოებრივი და, ზოგიერთ შემთხვევაში, პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები, ასევე მათი აზრი მნიშვნელოვან მოვლენებზე, მაყურებელს საშუალებას აძლევს უფრო მკვეთრი შთაბეჭდილება შეიქმნას აღნიშნულ პერსონაზე და გადაიაზროს ესა თუ ის მოვლენა.
გამოიწერეთ დათო გორგილაძის YouTube არხი.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










