გუდვილი უკვე რე|ბანკის პარტნიორია
ბიზნესი & ეკონომიკა • 1659611880 26

რე|ბანკის პარტნიორების რიცხვს საქართველოს პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი - გუდვილი შემოუერთდა. რე|ბანკის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ მაღალი ხარისხის საკვები თუ სხვა სახის პროდუქცია გუდვილის ნებისმიერ ფილიალში ქვეყნის მასშტაბით, ისარგებლონ ონლაინ სუპერმარკეტის და ქეითერინგის მომსახურებებით. ტოპ|ქარდით გადახდისას თანხა 3 თვეზე თანაბრად, გაძვირების გარეშე განაწილდება.
ამასთან ერთად, გუდვილი უერთდება Mastercard-ის და რე|ბანკის ერთობლივ აქციას:31 აგვისტოს ჩათვლით გუდვილის ქსელში გადახდილი თანხის 10% მომხმარებელს ტოპ|ქარდის ბალანსზე უბრუნდება. ქეშბექის და თანხის გადანაწილების პირობა იმოქმედებს ფასდაკლების და ლოიალობის ბარათების გამოყენების შემთხვევაშიც.
ტოპ|ქარდის ანგარიშზე ჯამურად შესაძლებელია თვეში მაქსიმუმ 50 ლარის მიღება. ქეშბექის თანხა მომხმარებელს ანგარიშზე ჩაერიცხება მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
რა არის ტოპ|ქარდი?
ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად.ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.
ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.
რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3bvKAT6, ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში:
· თბილისი, პეკინის გამზირი #19
· თბილისი, ზაარბრუკენისმოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ
· ბათუმი, ილიაჭავჭავაძისქუჩა #55
· ქუთაისი, აკაკიწერეთლისქუჩა #5
ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.

View this post on Instagram A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa) View this post on Instagram A post shared by Salome C...
სოცმედია • 1660941626

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...
ეს საინტერესოა • 1660937656

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...
საზოგადოება • 1660935891

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევა • 1660935571

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...
მსოფლიო • 1660935241

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...
პოლიტიკა • 1660934919