გურამ გურამიშვილი - ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი საქართველოს სარკინიგზო სატრანსპორტო დარგის განვითარებაში დაეხმარება

გურამიშვილი.JPG

 
„საქართველო სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება. საქართველოს აქვს მზაობა და მისწრაფება, განახორციელოს რკინიგზის დარგის რეფორმირება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და მის კანონმდებლობასთან დაახლოებით. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე დაძმობილების პროექტი მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ შესრულებაში, მათ შორის, სარკინიგზო სატრანსპორტო დარგის განვითარებაში," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა პროექტის „საქართველოს სამართლებრივი  და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. 


გურამ გურამიშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პოლონეთის სხვა ინსტიტუციებს, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტში, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,  საქართველოს რკინიგზას აქტიური თანამშრომლობისთვის. 
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორი ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, ხაზგასასმელია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ, აღსანიშნავია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. ამასთან აღსანიშნავია, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ხორციელდება სს „საქართველოს რკინიგზის" მიერ  და რომლის მთავარი მიზანია უსაფრთხოების გაზრდა, გადაზიდვის დროისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირება.
„სარკინიგზო და სატრანსპორტო სექტორის შემდგომი განვითარების, ასევე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, საქართველო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა რეგიონალურ და საერთაშორისო დერეფნებსა და ინიციატივებში, რომელთაგან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ე.წ. შუა დერეფნის განვითარება, რომლის საშუალებითაც საქართველოს გავლით შესაძლებელია ევროპასა და აზიას შორის ტვირთის ტრანსპორტირება," - განაცხადა გურამ გურამიშვილმა. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს უკვე დაწყებული აქვს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომელიც რკინიგზის სფეროში სამართლებრივი ბაზის განვითარებას შეეხება. კერძოდ, უკვე განხორციელდა გარკვეული ცვლილებები საქართველოს სარკინიგზო კოდექსში, ასევე მომზადებულია რამდენიმე სამართლებრივი აქტის ცვლილების პროექტი. ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი ორიენტირებულია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ იმ ძირითად სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც შეეხება ევროპის ერთიანი სარკინიგზო სივრცის ფორმირებას, სარკინიგზო უსაფრთხოებას და ურთიერთთავსებადობას და რომელთა იმპლემენტაცია საქართველოს სარკინიგზო დარგის მნიშვნელოვან რეფორმირებასთან არის დაკავშირებული. პროექტი ხორციელდება პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პოლონეთის სარკინიგზო ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებთან ერთად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ბათუმში
"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?" - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

ბათუმში, ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის "არ გადადოს" წევრებმა ქალაქში არსებული ავარიული შენობების ფოტოები მიიტანეს და ბანერი წარწერით: "არჩილ, შენ ას...

საზოგადოება 1638955889

სები
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1638955065

სალომე ბახსოლიანი
პენიტენციურსა და იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე დღე მიეცათ იმისთვის, რომ წაშალონ კანონის დარღვევით გასაჯაროებული სააკაშვილის აუდიო/ვიდეო ჩანაწერები - ბახსოლიანი

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის კადრების წაშლა მოსთხოვა, უწყებას ჩანაწერი ამ დრომდე არ წაუშლია. როგორც სახელმ...

პოლიტიკა 1638954349

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საძაგლიშვილის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახ...

პოლიტიკა 1638952958

ივანე ჩხაიძე
რა სიმპტომები ახასიათებს ახალ "ომიკრონ" შტამს - ივანე ჩხაიძის განმარტება

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952557

პოლიცია
ყაჩაღობა "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურზე - პოლიციამ ოზურგეთში ერთი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთში, ლუკიოილის ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული თავს დაესხა ოპერატორის და იარაღის გამოყენებით თანხა გასტაცა: "შინა...

კრიმინალი 1638952539