გურამ გურამიშვილი - გამოვხატავთ მზაობას, ვითანამშრომლოთ ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან

გურამიშვილი

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქვეყნის სატრანზიტო  დერეფნის როლის ეფექტური გამოყენება და  რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ფორმირება წარმოადგენს, რომლის შემდგომი განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დაფუძნება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მუშაობს სატრანსპორტო საკითხებზე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ვაჭრობის განვითარებას," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ყაზახურ - ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში. მისი თქმით, საქართველო და ყაზახეთი არიან TRACECA-ს საერთაშორისო დერეფნის, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი), CAREC-ის და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების და მარშრუტების აქტიური წევრები.

„კოვიდ 19-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ შეძლო შეექმნა ყველა პირობა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხო და შეუფერხებელი განხორციელებისათვის, რაც თავისთავად აისახა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მოცულობების ზრდაზე. კერძოდ, საერთაშორისო  სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2021 წლის 9 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.6%-ით, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვები 13.7%-ით გაიზარდა. საქართველოსა და ყაზახეთს შორის, კოვიდ 19-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად,  აღინიშნება დადებითი ტენდენცია საავტომობილო ტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვების ზრდის კუთხით. 2021 წლის 9 თვის მონაცემებით გადაზიდვების მოცულობამ შეადგინა 300.4 ათასი ტონა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49.4% მეტია," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, დღეს საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოებია, რომლებმაც ახალი ფორმაციის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები შექმნეს და განავითარეს. „ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ჯერ აუთვისებელი პოტენციალი მომავალი თანამშრომლობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ მოვახდინოთ ამ პოტენციალის რეალიზებას საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ვადასტურებთ მზაობას, ვითანამშრომლოთ ყაზახეთთან ჩვენს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური  კავშირების განვითარების მიზნით და ვთავაზობთ ყაზახეთს, კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოს დერეფანი ტვირთების გადასაზიდად ევროპის და უკუმიმართულებით ვინაიდან საქართველოს თვალსაჩინო ადგილი უკავია თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობებით რეგიონში და ამასთან, იგი რჩება უსაფრთხოების სტანდარტების ერთგული," - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

პრეზენტაციაზე მოხსენება გააკეთეს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვმა, აგრეთვე „ყაზახურ - ქართული ეკონომიკური გაერთიანების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საძაგლიშვილი
რუსთავი 2-ის საქმე: არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოს დარბაზში, რაც დაადასტურებდა ვინმეს ბრალეულობას - საძაგლიშვილი

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. როგორც გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლო...

სამართალი 1638957868

აქცია ბათუმში
"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?" - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

ბათუმში, ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის "არ გადადოს" წევრებმა ქალაქში არსებული ავარიული შენობების ფოტოები მიიტანეს და ბანერი წარწერით: "არჩილ, შენ ას...

საზოგადოება 1638955889

სები
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1638955065

სალომე ბახსოლიანი
პენიტენციურსა და იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე დღე მიეცათ იმისთვის, რომ წაშალონ კანონის დარღვევით გასაჯაროებული სააკაშვილის აუდიო/ვიდეო ჩანაწერები - ბახსოლიანი

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის კადრების წაშლა მოსთხოვა, უწყებას ჩანაწერი ამ დრომდე არ წაუშლია. როგორც სახელმ...

პოლიტიკა 1638954349

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საძაგლიშვილის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახ...

პოლიტიკა 1638952958

ივანე ჩხაიძე
რა სიმპტომები ახასიათებს ახალ "ომიკრონ" შტამს - ივანე ჩხაიძის განმარტება

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952557