გზავნილის კურსის აქცია საქართველოს ბანკისგან - ისარგებლე განსკუთრებული შეთავაზებით

საქბანკი გზავნილები

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები შესთავაზოს.  ამჯერად, ბანკი მომხმარებლებს გზავნილის კურსის აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც 18 სექტემბრიდან მათ გზავნილის  განსაკუთრებული კურსით სარგებლობა შეუძლიათ.

 

აქციის ფარგლებში, ის ვინც  გზავნილს საქართველოს ბანკის მობილბანკში მიიღებს, ციფრული არხებით განაღდების ოპერაციის შესრულებისას თანხის დაკონვერტირებას  შეღავათიანი კურსით შეძლებს როგორც ლარში, ასევე დოლარში,  ევროსა და გირვანქა სტერლინგში.  ეს პირობა ვრცელდება ვესტერნ იუნიონის, მანიგრამის, რიკოგრამის, კონტაქტის, ინტელექსპრესისა და რიას გზავნილის სისტემებით მიღებულ გზავნილებზე.

 

აღსანიშნავია, რომ გზავნილის აქციით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნიდან მიღებული გზავნილების შემთხვევაში, გარდა რუსეთისა.

 

აქცია ძალაშია 2023 წლის 18 სექტემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

„საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია  დროულად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და  მივაწოდოთ მათზე მორგებული შეთავაზებები.

 

სწორედ ამ მიზნით, ბანკი მომხმარებლებს გზავნილის კურსის აქციას სთავაზობს. ის მომხმარებლები, რომლებიც ციფრული არხებით გაანაღდებენ გზავნილს, შეძლებენ საქართველოს ბანკის მობილბანკში განსაკუთრებული კურსით გადააკონვერტირონ თანხა, როგორც ლარში, ასევე დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში.  ჩვენ არ ვჩერდებით, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და  მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეორადი პური
“მეორადი” პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში?” – რას წერს თამარ ბუჩუკური

"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში  იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...

სოცმედია 1702239900

ჩერგოლეიშვილი თამარ
“ეს ყველაზე ცუდი სცენარია” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...

სოცმედია 1702239300

გაუპატიურება
„რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ...“ - 48 წლის კაცი, 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...

კრიმინალი 1702239000

პოლიცია
მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით - მამაკაცი ყოფილ ცოლს და დასახმარებლად მოსულ პირებს სასტიკად გაუსწორდა

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...

კრიმინალი 1702238700

დომენიკ მანგო
"ქართული ოცნება კიდევ 50 წელი არ შეიცვლება, თუ ეს ოპოზიცია ეყოლება საქართველოს" - რას აცხადებს დომენიკ მანგო (ვიდეო)

„ქართული ოცნების“  ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...

სოცმედია 1702238460

მირცხულავა გოჩა
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს..." - რას წერს გოჩა მირცხულავა

"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...

სოცმედია 1702238100