ჰეფიქიდი - სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

ჰეფიდი

ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობა — ეს თიბისის მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამით სტარტაპერი, ახალ ბიზნესებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას უწევს. პროექტის ნაწილია სტარტაპ ისტორიების სერია,, რომელიც სტარტაპებს თიბისის ციფრული არხების გამოყენებით მომხმარებლებთან დაახლოებაში და ცნობადობის გაზრდაში ეხმარება.

 

ამჯერად, სტარტაპ ისტორიების სერიის ფარგლებში, ჰეფიქიდს გაგაცნობთ, რომელიც 3 წლამდე ბავშვებისთვის უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სათამაშოებს ბუნებრივი მასალებით ქმნის.

 

სტარტაპ ჰეფიქიდის შექმნა ბევრისთვის ნაცნობმა სიტუაციამ განაპირობა  — სახლი, რომელიც სავსეა სათამაშოებით, მაგრამ ბავშვები ამ ნივთებით დიდად არ თამაშობენ. სტარტაპ ჰეფიქიდის თანადამფუძნებელი, რუსკა პაპუნაშვილი, იხსენებს, რომ ამ სიტუაციის წინაშე თვითონაც აღმოჩნდა, როცა ბავშვი გაუჩნდა — “ყველაფერს ვყიდულობდი, თუმცა, სინამდვილეში, ბავშვებს არ სჭირდებათ ბევრი სათამაშო. მათ სჭირდებათ ღირებული სათამაშოები, რომლებიც კონკრეტული უნარების განვითარებაში ეხმარებათ”.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ ბაზარზე განსხვავებული და თან ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი არ იყო, რუსკა და მისი მეუღლე შვილისთვის სათამაშოებს სხვა ქვეყნებიდან იწერდნენ. საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, პრობლემა თავად გადაეჭრათ და შეექმნათ სტარტაპი, რომელიც 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სათამაშოების ნაკრებს გამოუშვებდა.

 

რუსკა აღნიშნავს, რომ ბავშვები ყოველთვე სხვადასხვა რამეს სწავლობენ, ამიტომ განსხვავებული სათამაშოები სჭირდებათ. ჰეფიქიდის ყუთებში შესული თითოეული სათამაშო კი ასაკთან შესაბამისი უნარების გავარჯიშებას ემსახურება.  სენსორული ბურთი, მუდმივობის ყუთი, სილიკონის ასაწყობი ჭიქები — ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნივთებისა, რომლებსაც ჰეფიქიდი ბავშვებში  მოტორიკის, ლოგიკური აზროვნების, კონცენტრაციის და სხვა უნარების განვითარებისთვის ქმნის.

 

“პირველ რიგში, ჰეფიქიდს კონკურენტებისგან ის განასხვავებს, რომ თითოეული სათამაშო დიპლომირებული ექსპერტის მიერ არის შერჩეული და კვლევებზეა დაფუძნებული, შესაბამისად, გართობასთან ერთად, ბავშვებისთვის ღირებულების მომტანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი სათამაშოების უმეტესობა ხელნაკეთია და საქართველოშია დამზადებული”,

 

ჰეფიქიდის წარმატებულ სტარტს რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი — პირველ რიგში, მკაფიოდ ჩანდა ბაზრის მოთხოვნა და მზაობა. ამასთან, დამფუძნებლები იდეის ვალიდაციისთვის საჭირო ექსპერიმენტებსა და კვლევებს მუდმივად ატარებენ. ამ ყველაფერს კი ზურგს უმაგრებს გამოცდილება, რომელიც რუსკამ თიბისის სტარტაპ დეკრეტში გამარჯვებით მიიღო. მან 6-თვიანი ანაზღაურებადი შვებულებით სხვა სტარტაპის გასავითარებლად ისარგებლა, პროგრამაში მიღებული ცოდნა კი შემდეგ ჰეფიქიდის დაარსებისასაც გამოიყენა.

 

“ძალიან ბევრი რამე ვისწავლე იმ პერიოდის განმავლობაში, როცა სტარტაპ დეკრეტისთვის ვემზადებოდი. მართალია, მაშინდელმა იდეამ სახე იცვალა, თუმცა ის პრინციპები, რაც, ზოგადად, სტარტაპის აშენებისთვის გამოიყენება, იგივეა ჰეფიქიდის შემთხვევაშიც. მენტორებისგან ძალიან ბევრი ღირებული და საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რაც შემდეგ ჩემი იდეის დამუშავებაში გამომადგა.”

 

რაც შეეხება გზას იდეის მოფიქრებიდან პროდუქტის შექმნამდე, ცდილობენ მაქსიმალურად მოქნილი და მსუბუქი პროცესები აირჩიონ.

 

“ძალიან ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ, რომ საბაზრო ნიშა ვიპოვოთ. როცა იდეა გაგვიჩნდა, პოტენციური მომხმარებლების, ეგრეთ წოდებული user person-ების შექმნა დავიწყეთ. ამ პერსონების მიხედვით ვიპოვეთ ადამიანები, რომლებიც გამოვკითხეთ —  ვიკვლიეთ მათი რეალობა, პრობლემები, სურვილები. კვლევისა და ბაზრის ანალიზის შემდეგ MVP (მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი) შევკარით და რადგან არ გვინდოდა ვალიდაციის გარეშე ზედმეტი რესურსების დახარჯვა საიტის დიზაინსა და დეველოპმენტში, სოციალური ქსელებით ოპერირება დავიწყეთ”.

 

ამ ეტაპზე, პროდუქციის შესაძენად ჰეფიქიდს ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე უნდა დაუკავშირდეთ. სამომავლოდ კი ჰეფიქიდის ონლაინ პლატფორმის ჩაშვება იგეგმება, რომელიც Subscription მოდელით იმუშავებს — მომხმარებლები შეძლებენ, ბავშვის ასაკის შესაბამისი ყუთები გამოიწერონ და ყოველ სამ თვეში ერთხელ ავტომატურად ახალი სათამაშოების ნაკრები მიიღონ. ასევე, სტარტაპის დამფუძნებლები გეგმავენ, რომ რამდენიმე გამორჩეული და მოთხოვნადი პროდუქტი საზღვარგარეთ, Etsy-ის პლატფორმის დახმარებით გაიტანონ.

 

ამ ეტაპზე, ჰეფიქიდი მომხმარებლებს 1 წლამდე ასაკის ბავშვების სათამაშოების სხვადასხვა ნაკრებს სთავაზობს, ახლო მომავალში კი ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდება და პროდუქტები 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც დაემატება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევრო 2024
"უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?" - სოცქსელის მომხმარებელი ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებზე

"ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით: თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკ...

სოცმედია 1711657860

ბაია პატარაია
"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!" - ბაია პატარაია

"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?" წერს ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილ...

სოცმედია 1711657080

ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534