ირაკლი ნადარეიშვილი: „საჯარო-კერძო დიალოგი, მისი ხარისხის შეფასება და მუდმივი გაუმჯობესება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია"
ბიზნესი & ეკონომიკა • 1653485054 117

„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა USAID-ისა IDFI-ს მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში, რომელიც ემსახურება ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასებას, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს კვლევა შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან კანონს და დადგენილებას, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით და ავტორობით არის შექმნილი, ან ამ პროცესში ძალიან აქტიური მონაწილეობა გვაქვს მიღებული" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა პრეზენტაციაზე „ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება 2020-2021 წწ." სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, პოლიტიკის დოკუმენტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების წესი, რომელიც 2020 წლიდან შევიდა ძალაში, ცალსახად ხაზს უსვამს და ითვალისწინებს პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაში დიალოგისა და კონსულტაციების საჭიროებას. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რეგულირების ზეგავლენის შეფასებაც, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არის სავალდებულო და მისი ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების მიზნით დამტკიცებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია.
„2016 წლიდან ეკონომიკის სამინისტრო ასევე აქტიურად იყენებს კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს პლატფორმას, რომელშიც შედის თითქმის ყველა დარგობრივი ასოციაცია. ამ პლატფორმის ფარგლებში გვაქვს საშუალება, რომ კერძო სექტორთან ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ყველა იმ რეგულაციასა და ინიციატივაზე, რომელშიც ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა ფორმით" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საჯარო პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისთვის, რაც ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ღიაობა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობა არსებული გამოწვევების შეფასების და დაძლევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმაზე მსჯელობს. პარამენტში დღეს ოპოზიციური პარტიების წევრები და ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრა დახურულ კარს მი...
სამართალი • 1656855080

მესამე სექტორმა "ფონდ ღია საზოგადოების" ოფისში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოებმა ის 12 პუნქტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატ...
საზოგადოება • 1656854746

უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია. დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რ...
მსოფლიო • 1656849083

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დ...
საზოგადოება • 1656849000

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უს...
პოლიტიკა • 1656847562

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა: "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღე...
რელიგია • 1656847310