ირაკლი ქარქაშაძე: ქართული ავიაკომპანიისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი დიდი ზომის ე.წ. Wide Body საჰაერო ხომალდი ჰყავს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1718376690

„ჯორჯიან ეარვეისმა“ ახალი ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ - ის პრეზენტაცია გამართა, რომლითაც ორშაბათს, 17 ივნისს, ქართველი ქომაგები გერმანიაში, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ გაემგზავრებიან.
,,ჯორჯიან ეარვეისი” ქართული ავიაკომპანიებიდან პირველია, რომელმაც მსგავსი ბორტი საქართველოს ავიაბაზარზე შემოიყვანა. ”ბოინგ 767-300“გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით. ბორტის უპირატესობა ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. მას უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია.
ახალი ავიახომალდის პრეზენტაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი გოჩა მეზვრიშვილი და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე დაესწრნენ.
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიახომალდი ამ ეტაპზე რეისებს ჩინეთის, ტაილანდის და ინდოეთის ქალაქების მიმართულებით განახორციელებს.
" მივესალმებით პირველ ფართოფიუზელაჟიან ე.წ. Wide Body ხომალდს საქართველოს ავიაციაში. ქართული ავიაკომპანიისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი დიდი ზომის საჰაერო ხომალდი ჰყავს. მისი ტევადობა 250 მგზავრზე მეტია და მას 12 საათამდე შეუძლია ფრენა, რაც უკვე საშუალებას გვაძლევს და ავიაკომპანიაც გეგმავს, რომ ჩინეთის მიმართულებით აქტიურად დაიწყოს ფრენები.
ასევე. ტაილანდი და ინდოეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრებია ჩვენთვის და მივესალმებით ამ მიმართულებების განვითარებას. რა თქმა უნდა ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა ქართულ ავიაკომპანიას, განსაკუთრებით იმისთვის, რომ ავითვისოთ ახალი ბაზრები, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი ჩვენს აეროპორტებში და მადლობა მინდა გადავუხადო ,,ჯორჯიან ეირვეისის” ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მუდმივად ზრუნავენ ქართული ავიაციის განვითარებისთვის და შესაძლებლობას აძლევენ, როგორც ქართველ ისე საერთაშორისო ვიზიტორებს, რომ იფრინონ საქართველოში და მოინახულონ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ბორტი 250-ადგილიანია და მოიცავს პირველი კლასის სალონსაც. ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით. „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სტუმრებს ავიახომალდის მთავარი მაჩვენებლები და მუშაობის პრინციპი, უსაფრთხოების საკითხები, მაღალი სტანდარტები და ხომალდის სხვა უპირატესობები გააცნო.

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593