ირაკლი ქარქაშაძე Routes Europe 2024-ის ფარგლებში ავიაკომპანია Transavia-ს მენეჯმენტს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1713863820

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-ის ფარგლებში ჰოლანდიურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Transavia-ს მენეჯმენტს შეხვდა. ავიაკომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით ასრულებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავიაკომპანიის გაყიდვები თბილისის მიმართულებით საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და მაღალი საშუალო დატვირთვის ფაქტორი მომდევნო თვეებშიც შენარჩუნებულია. ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით ჩამოსული ვიზიტორების ძირითად სეგმენტს კი უცხოელები შეადგენენ.
Transavia ნიდელანდების სამეფოს დაბალბიუჯური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს.

თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მომენტში, საგარეჯოში, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, შესაძლოა აჭარის ყოფილი მეთაურის მამა, დავით რიჟვაძეც ყოფილიყო - ამის შესახებ იზოლატორში შესვლის წინ საზღვ...
კრიმინალი • 1751974909

წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ხორვატიასა და გერმანიაში, ორ ეტაპად გამართულ ტურნირზე, ჩვენმა გუნდმა ერთი, სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა იტა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751974746

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ ბანკს - კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს შ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751973057

რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, ანუ კანონს მიღმა გარჩევას, რასაც ასეთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა, – ამის შესახებ პოლი...
პოლიტიკა • 1751972944

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...
პოლიტიკა • 1751970853

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი
სოცმედია • 1751970241