ბიზნესი & ეკონომიკა • 1709201169
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ თელავის აეროპორტის პროექტირების კონკურსში მონაწილეობა 13-მა არქიტექტორულმა კომპანიამ მიიღო. გამარჯვებულად შპს ,,ხმალაძე არქიტექტორები“გამოცხადდა, რომელიც საკონკურსო კომისიამ 10 ბალიანი სისტემით შეაფასა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის კონკურსზე შერჩევის პროცესი დასრულებულია.
,,თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა, რომელმაც ძალიან საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა.მინდა მივულოცო გამარჯვებულ კონკურსანტს, რომლის სხვადასხვა არქიტექტურული პროექტები ბათუმის MC Donald-ის შენობა, თბილისში Meama-ს ოფისი, დასასვენებელი კომპლექსი და ღვინის საწარმო ქედაში და სხვა, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. უახლოეს მომავალში ჩვენ თელავის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობას და ამ ულამაზესი პროექტის ხორცშესხმას დავიწყებთ, რომელიც მჯერა, რომ კახეთის რეგიონს საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთმანეთს საჰაერო გზით დაუკავშირებს და რეგიონისთვის არამხოლოდ აეროპორტი, არამედ შეხვედრების მნიშვნელოვანი ადგილი გახდება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
კომპანია ,,ხმალაძე არქიტექტორებმა" თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს.
,,ჩვენი შემოთავაზებით, კონცეპტუალურად დამკვეთს ვიზუალურად გახსნილი შენობა შევთავაზეთ, ადგილიდან გამომდინარე, გარშემო ხედვის არეალები გახსნილია და სივრცე -ალაზნის ველის ხედი, მთლიანობაში კახეთში ჩამსვლელი თითოეული ჩვენგანისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენი გადაწყვეტით, ინტერიერში შემოგვაქვს ფაქტობრივად, მთლიანი გარემო, რაც კახეთში არის. თავად კონსტრუქცია რკინა-ბეტონის არის, თუმცა ეს მძიმე მასალა გეომეტრიულად ისე გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ჰაეროვანი ფორმა ნარჩუნდება. ფერების კუთხითაც ვეცადეთ, უფრო დამჯდარი და ბუნებრივი ტექსტურა გამოგვეყენებინა,-‘’განაცხადა პროექტის ავტორმა გიორგი ხმალაძემ.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილება. თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის ღირებულებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დღგ-ის გარეშე 296 000 ლარს გადაიხდ
პოლონეთი 27 წლის ქართველი ახალგაზრდა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებული ტექნიკის მაღაზიის ქურდობაშია ეჭვმიტანილი. ქართველი პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდა, მას ქვეყნიდან დეპორტაც...
კრიმინალი • 1742047630
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრუ...
საზოგადოება • 1742047324
ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევ...
ჯანმრთელობა • 1742047239
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...
სოცმედია • 1742046210
ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას და ქვეყნების შესაძლო ჩამონათვალს The New York Times ავრცელებს. წინასწარ ჩამონათვალში, რ...
მსოფლიო • 1742045769
"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს. ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიცი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1742044073
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი