,,ჯორჯიან ეარვეისი” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს“ - ლევან მოსეშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა • 1745483804
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს ფორლიში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ შესრულდა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. თბილისი-ფორლი-თბილისის რეისის საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ლებანესე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, TAV Georgia-სა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას ლევან მოსეშვილმა ქართულ ავიაკომპანიას წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ზუსტად 2 დღეში საქართველოს დედაქალაქი პირდაპირი საჰაერო გზით იტალიის დედაქალაქს დაუკავშირდება. ჯამურად კი ჯორჯიან ეარვეისი იტალიის 3 ქალაქის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით იფრენს.
,,ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ჩვენს ბაზარზე ეტაპობრივად ოპერირება დაიწყეს British Airways-მა, easyJet-მა, შვეიცარიულმა Edelweiss-მა და ფრანგულ-ჰოლანდიურმა Transavia France-მა. ივნისიდან კი მათ რიცხვს Air Serbia შეუერთდება. ასევე, ლიონის მიმართულებით დაიწყება ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
ამ ფონზე, განსაკუთრებით სასიამოვნოა ქართული ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის კიდევ უფრო გააქტიურება. ორი ახალი მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კვირაში 1 სიხშირით, ავიაკომპანია დღეიდან, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იტალიის სამედიცინო კურორტ ფორლის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 26 აპრილიდან თბილისი კვირაში ორი სიხშირით რომს დაუკავშირდება.
ჯორჯიან ეარვეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ამ ეტაპზე უკვე, ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს,-”განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ფორლი იტალიის სამედიცინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო შემოწმებას, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპა-ცენტრებს.
26 აპრილიდან “ჯორჯიან ეარვეისი”
რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს. ავიაკომპანია ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












