კახა კალაძე სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.  სიმბოლურად ლენტი თბილისის მერმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელ ლაშა პაპაშვილთან ერთად გაჭრა.

კახა კალაძემ  შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ბიზნესსექტორს მსგავსი,  ქალაქის  განვითარებისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელების პროცესში ყოველთვის ექნება მერიის აქტიური მხარდაჭერა.

„როგორც ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასტუმროს ბრენდი  შემოვიდა. ეს კონკრეტული სივრცე, შენობა-ნაგებობა ძალიან ამშვენებს ჭავჭავაძის გამზირს.  მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ლაშას და მის გუნდს ამ პროექტის განხორციელებისთვის. ეს ორი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი: პირველი ის, რომ მსოფლიო დონის ბრენდია შემოსული სასტუმროების ნაწილში და მეორე - ასზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, წარმატებები გისურვოთ. დედაქალაქის მხრიდან ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება მხარდაჭერა ბიზნესსექტორის მიმართ, რომ ასეთი საინტერესო პროექტები იყოს განხორციელებული, რადგან დღეს ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყნას ყველაზე მეტად სჭირდება აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ყოველთვის ვიდექით ბიზნესის გვერდით და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია „რედიქსის“ მიერ გახსნილი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“ ვაკეში,  ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.

გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და  პროექტში ჩართული სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბერძნეთის კაპიტანი
„საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე“ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...

სპორტი 1711684688

ანა წერეთელი
ფოტო: „ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე“ - ანა წერეთელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...

სოცმედია 1711684382

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა - ნახეთ, რამდენია მისი სატრანსფერო ღირებულება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს. Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ,...

სპორტი 1711684182

ნოე სულაბერიძე თურქი მსახიობები
ვიდეო: ,,მოუთმენლად ველოდებით” – ნოე სულაბერიძე ცნობილ თურქ და ქართველ მსახიობებთან ერთად

ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თურქეთში ცნობილი თურქული სერიალის ,,ვენდეტას” მსახიობების გასაცნობად ჩავიდა. ნოე სულაბერიძის გადაცემაში ასევე ვიხილავთ ქართველ უნიჭიერეს მსახიობს, ნანუკა სტამ...

სოცმედია 1711683779

ფეხბურთი
როგორ მოვხვდეთ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე

ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვე აშორებს. წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა სტარტს გერმანიაში 14 ივნისიდან აიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშ...

სპორტი 1711682034

პუტინი
რუსი სამხედროების 99,27%-მა არჩევნებში ხმა პუტინს მისცა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უწყება ირწმუნება, რომ კენჭისყრ...

მსოფლიო 1711681850