კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში

evex

კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხი მოიპოვა და JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში.

აკრედიტაციისთვის მზადების პროცესში, 18-თვიანი მუშაობის შედეგად,  ჰოსპიტალმა პაციენტთა უსაფრთხოების გლობალური მიზნების შესაბამისად, ხარისხის 1,200-მდე სტანდარტი დანერგა. JCI-ის (Joint Commission International) ექსპერტების მიერ კომპლექსურად შეფასდა შემდეგი მიმართულებები: პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და უსაფრთხოება - ამბულატორიული, გადაუდებელი და სტაციონარული მკურნალობის ხარისხი და ეფექტურობა, ინფექციის კონტროლისა და პრევენციის მექანიზმები, საექთნო ზრუნვა, მედიკამენტების მართვის უსაფრთხო პოლიტიკა, სტრატეგიული მართვა და ხარისხის კულტურა,  სამედიცინო პერსონალის კომპეტენცია, განათლების და განვითარების მუდმივობა, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებები და კონფიდენციალურობის დაცვა,  პაციენტისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ჰოსპიტლის სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიების სანდოობა, სიზუსტე და უსაფრთხოება, ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურა, სამედიცინო მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესების პროცესები.

JCI აკრედიტაციის კომისიის დასკვნით, ჰოსპიტალი სრულად აკმაყოფილებს სამედიცინო მომსახურების უმაღლეს სტანდარტს და შეესაბამება პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო მიზნებს.

კავკასიის მედიცინის ცენტრი შეუერთდა JCI აკრედიტებული ჰოსპიტლების დიდ ოჯახს, სადაც მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრებია გაერთიანებული. მათ შორისაა საერთაშორისოდ აღიარებული კლივლენდის კლინიკა, მეიოს კლინიკა, აჯიბადემისა და ჯონ ჰოპკინსის ჰოსპიტლები.

„ეს აკრედიტაცია ჩვენი მულტიდისციპლინური გუნდების შრომისმოყვარეობისა და თავდადების შედეგია - ჩვენი ურყევი ფოკუსი პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდებაა. მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს მიერ გაცემული აღიარება კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პოზიციას, როგორც ჯანდაცვის ლიდერს რეგიონში, რომელიც მუდმივად მუშაობს ქვეყანაში საერთაშორისო დონის სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე, პაციენტზე ზრუნვის ხარისხისა და უსაფრთხოების მუდმივ გაუმჯობესებაზე. უმაღლესი დონის საერთაშორისო აკრედიტაცია საქვეყნო მნიშვნელობის მოვლენაა. ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრს ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.“ - სოფო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.

ამიერკავკასიის რეგიონში სამედიცინო სერვისებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, გლობალურ ჯანდაცვაში ხარისხის ოქროს სტანდარტად აღიარებული JCI-ს აკრედიტაცია სამედიცინო ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. კლინიკური საჭიროების მქონე ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი JCI-ის მიერ აკრედიტებულ ჰოსპიტლებს ანიჭებს უპირატესობას, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო იმიჯს ქმნის. შესაბამისად, კავკასიის მედიცინის ცენტრის საერთაშორისო აღიარება აძლიერებს ქვეყნის პოზიციას სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან სანიკიძე
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას...“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...

სოცმედია 1772907484

გივი თარგამაძე
„ჰოე, ჰოე! დაშოშმინდით... მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ... თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი“ - გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...

სოცმედია 1772903209

გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე, რომელსაც სუს-ი ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - მედია

გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...

პოლიტიკა 1772898323

 გივი თარგამაძე
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ - სუს-ი

„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...

პოლიტიკა 1772896558

ოპოზიციის ალიანსი
ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი რეჟიმის შესაცვლელად - ოპოზიციის ალიანსმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გამარჯვების საერთო სტრატეგია გააცნო

ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...

პოლიტიკა 1772896140

დავით ზურაბიშვილი ივანიშვილი
„ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი, ამასაც ახერხებს“ - დავით ზურაბიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე

დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.

სოცმედია 1772894141