კერხერის მაღალი წნევით სარეცხი აპარატები
ბიზნესი & ეკონომიკა • 1739890226
კერხერის მაღალი წნევით რეცხვის აპარატი - მაღალი სტანდარტის სინონიმი
გერმანული კომპანია კერხერი უკვე 90 წელზე მეტია პროფესიონალური დასუფთავების სფეროში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. კერხერის მაღალი წნევით რეცხვის აპარატები იქმნება უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, გერმანული ინჟინერიისა და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას უმაღლესი სტანდარტების დაცვით. კომპანიის სახელი უკვე დიდი ხანია წმენდის მაღალი ხარისხის სინონიმია, იმდენად რომ ტერმინი "დაკერხერება" უკვე ყოველდღიურ საუბარში დამკვიდრდა როგორც სიღრმისეული, პროფესიონალური წმენდის აღმნიშვნელი.
კერხერის აპარატები გამოირჩევა თავისი მრავალფუნქციურობით და სიტუაციასთან მარტივი ადაპტირების უნარით. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მოწყობილობები თანაბრად ეფექტურად უმკლავდება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე პროფესიონალურ მასშტაბებს. წნევის კონტროლის სისტემა საშუალებას იძლევა ერთი აპარატით გაიწმინდოს სხვადასხვა ტიპის ზედაპირი - დაწყებული ავტომობილის საფარიდან, დამთავრებული სამრეწველო არეალის დაბინძურებით. წყლის წნევის რეგულირების სისტემა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას ნებისმიერი ტიპის ჭუჭყის მოსაშორებლად - წნევა ყველაზე ძლიერია უშუალოდ საქშენთან ახლოს, თუ ჭუჭყი ჯიუტობს, უბრალოდ მიუახლოვეთ საქშენი კერას და დაბინძურებაც მოშორდება.
ინოვაციების მოყვარულ მომხმარებლებში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს SMART CONTROL სერია, რომელიც პირველ მაღალი წნევით რეცხვის აპარატის მობილური აპლიკაციით მართვის საშუალებას იძლევა. სისტემა Bluetooth ტექნოლოგიით უკავშირდება სმარტფონს, საიდანაც შესაძლებელია როგორც რეჟიმების მართვა, ისე კონკრეტული დავალებებისთვის ოპტიმალური პარამეტრების შერჩევა. აპლიკაცია თავად სთავაზობს მომხმარებელს პრაქტიკულ რჩევებს და ავტომატურად არეგულირებს წნევის დონეს სხვადასხვა ზედაპირისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია Boost რეჟიმი, რომელიც 30-წამიან ინტერვალში დამატებითი სიმძლავრით წმენდს განსაკუთრებით რთული ჭუჭყის მოსაშორებლად.
POWER CONTROL სერია შექმნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ენერგიის მოხმარების ეფექტური მართვა. სპეციალურად შემუშავებული პისტოლეტი და Vario Power გამფრქვევი საშუალებას იძლევა მარტივად დარეგულირდეს წყლის წნევა სხვადასხვა ტიპის დაბინძურების მოსაშორებლად. ხოლო K3 მოდელიდან მოყოლებული, წნევის დონის ციფრული ინდიკატორი პისტოლეტზე აადვილებს კონტროლს უშუალოდ წმენდის პროცესში.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კერხერის ორგანიზაციულ სტრატეგიაში უდიდესი ადგილი დაკავა მწვანე ტექნოლოგიებმა. კომპანიის ინჟინრებმა შეიმუშავეს სისტემა, რომელიც კონკურენტ პროდუქტებთან შედარებით 20%-ით ნაკლებ წყალსა და 10%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ეს არა მხოლოდ გარემოს დაცვას უწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიური სარგებელია მომხმარებლისთვის.
მომხმარებლებს, რომლებისთვისაც მთავარი პრაქტიკულობა და სიმარტივეა, კერხერი სთავაზობს STANDARD და CLASSIC სერიებს. STANDARD სერიის მოდელები მაღალფუნქციური აპარატებია მინიმალისტური დიზაინით, დაწყებული მსუბუქი და კომპაქტური მოდელებით და დამთავრებული წყლით გაგრილების სისტემის მქონე ძრავიანი აპარატებით, რომლებიც ყველაზე რთულ ამოცანებს უმკლავდება. CLASSIC სერია კი იდეალურია მათთვის, ვინც კომპაქტურ, მარტივად მოსახმარ მოწყობილობას ეძებს. ამ სერიის აპარატები მარტივი გამოსაყენებელია, თავისუფლად თავსდება ავტომობილის საბარგულში და იდეალურად უმკლავდება საყოფაცხოვრებო საჭიროებებს.
ხარისხის კონტროლი კერხერის წარმოების პროცესის განუყოფელი ნაწილია. თითოეული აპარატი გადის მკაცრ ტესტირებას, რაც უზრუნველყოფს მათ მაღალ საიმედოობასა და ხანგრძლივ მუშაობას. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კომპონენტების ხარისხს - გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი კლასის მასალები, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობითა და საიმედოობით.
კერხერის პროდუქცია დღეს უკვე არა უბრალოდ საწმენდი მოწყობილობა, არამედ ხარისხის, ინოვაციისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მილიონობით კმაყოფილ მომხმარებელს მთელ მსოფლიოში. თუ გსურთ მათ რიცხვს შეუერთდეთ, გვეწვიეთ რომელიმე ფილეალში, სადაც ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებიან არჩევანის გაკეთებაში, ან პირდაპირ კერხერის ონლაინ მაღაზიაში შეიძინეთ შერჩეული მოდელი.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












