ხვალ თეატრი სახელოსნო 42-ში ლევან წულაძის სპექტაკლის “1921-1924” -ის პრემიერა გაიმართება- პროექტის გენერალური სპონსორია SOLO

პრემიერა

“ჩვენ დიდ პროცესში მომხდარი პატარა ბედისწერები ვართ”, — ასე აფასებს ლევან წულაძე ქვეყნის მდგომარეობას თავის ახალ სპექტაკლზე საუბრისას, რომლის პრემიერაც 10 ივლისს თეატრი სახელოსნო 42-ში გაიმართება. სპექტაკლში იმ აჩრდილებზე საუბარია, რომლებიც რეჟისორს ბავშვობიდან მოჰყვება და მასშია. ახლა კი მათი გამოშვებისა და გათავისუფლების დროა.

 

სპექტაკლი არ არის ისტორიულ ქრონიკებზე, არამედ ადამიანების იმ ბედ-იღბალზე, რომელიც საქართველოს გასაბჭოების ფონზე განვითარდა.

 

„სპექტაკლი ასახავს იმ ყველა ამბავს, რაც ჩემს ოჯახში, ჩემი მეგობრების ოჯახში მომხდარა. ყველა ამბავი ნამდვილია. ეს არის აჩრდილები, რომლებიც ჩემს ბავშვობას ქმნიდა და არა მხოლოდ ჩემსას. ბაბუები, ბებიები ნახევარს არ გვყავდა. მე არცერთი ბაბუა არ მყავდა, რადგან საბჭოთა რეჟიმმა შეიწირა. უამრავი ისტორიაა ადამიანებში, რაც პირდაპირ ითხოვდა დადგმას. კარგა ხანია, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს დამედგა“,- ამბობს რეჟისორი.

 


სპექტაკლი, რომლის პრემიერაც ხვალაა დაგეგმილი, ორ-თვე ნახევრის განმავლობაში იდგმებოდა. მასში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს.

 

„პრინციპულად მინდოდა, რომ ახალგაზრდებს ეთამაშათ, რადგან ხალხი, რომელზეც ვყვებით, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. კარგი მოლოდინები მაქვს. იმედი მაქვს, რომ ადამიანების სულში გამოხმაურებას პოვებს. თუმცა, ეს ჩემთვის უფრო არის ჩემი აჩრდილების გარეთ გამოშვება. უნდა გავთავისუფლდე მთელი ჩემი ბავშვობის ლანდებისგან. ახლა ხორცი უნდა შევასხა და სხვაგან იცხოვრონ. ზოგადად, კარგი და ცუდი სპექტაკლი ფასდება მაყურებლის სუნთქვით. ხუთი წუთიც საკმარისია, ყური დაუგდო და გაიგონო, არის თუ არა მსახიობებსა და მაყურებელს შორის ჰარმონიული სუნთქვა“,- ამბობს რეჟისორი.

 


სპექტაკლის “1921-1924” პრემიერა 10 ივლისს გაიმართება. ბილეთების SOLO Visa ბარათით შეძენისას 20% ფასდაკლება მოქმედებს ონლაინ პლატფორმებზე: Tkt.ge, Biletebi.ge

 

SOLO თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ფოიერვერკი
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა

ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა 

პოლიტიკა 1739215853

ლევან გოგიჩაიშვილი დაკავება
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები

ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები  

პოლიტიკა 1739215484

დათა თავაძე
„ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...

პოლიტიკა 1739214828

აქცია
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს

მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...

პოლიტიკა 1739214754

ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888