კინო გზაზე - თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

კინო თბს

კინომოგზაურობა შედგა - თიბისის მხარდაჭერით, თანამედროვე ქართულმა ფილმებმა საქართველოს სოფლები და ქალაქები მოიარეს.„კინო გზაზე“ დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი პროექტია. პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში, 10 სხვადასხვა ლოკაციაზე თანამედროვე ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების ჩვენება გაიმართა. 6 ივნისს, პროექტის მოძრავი ეკრანი თელავში გაიშალა და აქედან დაიწყო ქართული კინოს მოგზაურობა - ყვარელში, ლაგოდეხში, შალაურში, წნორში, ქუთაისში, ფოთში, ქობულეთში, ვანსა და ზუგდიდში. მაყურებლები პირისპირ შეხვდნენ რეჟისორებს - ილო ღლონტს, გიორგი თავართქილაძეს, ანკა გუჯაბიძეს, უტა ბერიას, თამთა ხალვაშს, მელანო სოხაძეს, დავით ფირცხალავას და სხვებს. გაიმართა არაერთი საინტერესო დისკუსია. კინოპროექტის დასკვნითი ჩვენება 10 აგვისტოს, ახალციხეში გაიმართება და წარმოგიდგენთ თაკო რობაქიძის, ვაჟიკო ჩაჩხიანისა და გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს - „მცოცავი ოკუპაცია“, „ზამთრის თბილი დღე“, „8 წუთი“ და „10:45“. კინოჩვენებას ახალციხეში შეხვედრების სივრცე - „კანტორა“ უმასპინძლებს (გრიგოლ ხანძთელის #30). დასწრება თავისუფალია და ტრადიციულად, ჩვენების დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაესაუბრონ ფილმების რეჟისორებს. რეგიონებში სოციალურ-კულტურული ცხოვრების გაძლიერება თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორ აახლოებს ხელოვნება ადამიანებს; ქმნის ახალ შესაძლებლობებს და აღრმავებს საერთო ღირებულებებს.  

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ ცუხიშვილი
გზა დიდი ფეხბურთისკენ გერმანიაში - 18 წლის ქართველის, მერაბ ცუხიშვილის სპორტული კარიერა ევროპაში

დღეს, 12 აგვისტოს, გერმანიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მერაბ ცუხიშვილი 18 წლის გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენი, ცენტრალური მცველი, კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადის — ის პირველი პრ...

სპორტი 1786479000

ზოდიაქო
12 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი აქტიური აზროვნების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების ენერგიას ატარებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ინფორმაციის სწორად...

ეს საინტერესოა 1786478460

ლიზი მოისწრაფიშვილი
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, ლიზი მოისწრაფიშვილია

ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ლიზი მოისწრაფიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელე...

საზოგადოება 1786476812

შავი სია
2026 წლის ივნისის მონაცემებით, მოვალეთა ე.წ "შავ სიაში" 373 561 პირია

„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეორე მოქალაქე ვალშია: საფინანსო სექტორის სესხით ქვეყნის 1.99 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც მოსახლეობის თითქმის ნახე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786456397

ალკობლოკირება
ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს - მთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნუ...

საზოგადოება 1786454728

საქბანკი
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს? თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786451759