კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

კომპანია

საქართველოს ბანკი ქვეყანაში აგრო სექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 20 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 12 მლნ. ლარს შეადგენს.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროში 240 ჰა. ფართობ ტერიტორიაზე ნუშის ბაღები გაშენდა. ინვესტიცია ნერგების შესყიდვას, სარწყავი სისტემისა და ბაღის გაშენებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა.  კომპანია მოსავლის ევროპაში, ემირატებში, ინდოეთსა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს გეგმავს.

 

„“Farmways”-ის მიზანია ხელი შევუწყოთ, განვავითაროთ და გარდავქმნათ აგროსექტორი საქართველოში.  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვით და დამატებითი ღირებულების მქონე კულტურების მოყვანით, ჩვენ ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, ვზრდით ექსპორტს და ვაძლიერებთ საქართველოს პოზიციას გლობალურად, საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვეხმარება დასახულ მიზანს უფრო სწრაფად მივაღწიოთ - განვავითაროთ აგროსექტორი, დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა გიორგი სანიკიძემ, Farmway-ის გენერალურმა დირექტორმა.

„საქართველოს ბანკი აგრო ბიზნესების გაძლიერებას და წახალისებას აგრძელებს. კომპანია Farmway-სთან პარტნიორობის ფარგლებში,  კახეთში ნუშის ბაღები გაშენდა. 2025 წელს, დაახლოებით 120 ჰა. ფართობზე დაირგო ნუშის ნერგები, მეორე ნაწილის დარგვა კი 2026 წელს იგეგმება. კომპანია საბოლოოდ, სრულ მსხმოიარობაში 1440 ტონა ნუშის მოსავლის აღებას და მის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას აპირებს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და აძლიერებს  რეგიონებს. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აგრო სექტორის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რიმა ბერიძე
„მოვუწოდებდი ჩვენს ე.წ. ოპოზიციას ერთმანეთის ლანძღვის ნაცვლად, იქნებ ფანჩატურში დასხდნენ და ამაზე მეტი იფიქრონ“ - რიმა ბერაძე

"რამდენიმე ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სატელევიზიო ეთერში რიტორიკულად იკითხა- ნეტავ რას ვერ ვაკეთებთ სწორადო? მე მოვუწოდებდი ჩვენს ე.წ. ოპოზიციას ერთმანეთის ლანძღვის ნაცვლად, იქნე...

პოლიტიკა 1781006212

მაჭარაშვილი
„ვინმეს თუ გონია, რომ სულხან-საბა ორბელიანი იმიტომ ჩავიდა ევროპაში, რომ იქიდან მერე კაცების ქორწინება წამოეღო საქართველოში, ძალიან ცდება“ - გურამ მაჭარაშვილი

"ვიზალიბერალიზაცია, ისევე როგორც არც ერთი სხვა მექანიზმი, ფოჩიანი კანფეტი არ არის, რომ ვინმეს ან მისცე ან არა. ეს არის ურთიერთობებზე დაფუძნებული ღირებულება. ნუ აუჩემებია „ნაცმოძრაობას” და მის წარმომად...

პოლიტიკა 1781005851

პოლიტიკა
„ამ წამებას ჰყავდა ერთი მთავარი ოგრანიზატორი“ - ლევან ხაბეიშვილი მისი წამებაზე

ლევან ხაბეიშვილი მისი წამების მთავრო ორგანიზატორად გდდ-ს ყოფილ შეფს, ზვიად ხარაზიშვილს და თბილისის პოლციიის უფროს, გოგა მემანიშვილს ასახელებს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარ...

პოლიტიკა 1781005031

აფგან სადიგოვი
„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა“- თამთა მიქელაძე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა - ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, ადვოკატ თამთა მიქელაძე ავრცელებს. მისი თქმით, „აზერბაიჯანი და სა...

სამართალი 1781004921

კობახიძე უილსონი
„ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი“ - კობახიძე

ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი - ასეთია ირაკლი კობახიძის პირველი გამოხმაურება მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი და...

პოლიტიკა 1781004810

ალუდა ღუდუშაური
"თქვენ რა, დაინახეთ, რომ ბატონ ბიძინას დაცვა სჭირდება თქვენ ფიქრობთ?..“ - ალუდა ღუდუშაური

"თქვენ რა, დაინახეთ, რომ ბატონ ბიძინას დაცვა სჭირდება თქვენ ფიქრობთ?... ის თავდასხმები, რომელიც მისი მისამართით ასე შეკვეთილად ხორციელდება, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ აბსოლუტურად ქართველი ხალხის მ...

პოლიტიკა 1781004610