ლევან დავითაშვილი: „კონგრესმენებთან შეხვედრაზე მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სურვილი, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს"

დავითაშვილი

„აშშ-ის კონგრესში, ჩვენს მეგობარ კონგრესმენებთან შეხვედრის დროს, იყო ძალიან მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.  მადლობას ვუხდით კონგრესმენებს ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რაც გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერის აქტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა იმ პირობებში, როდესაც რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი და აქ საუბარია იმაზე, რომ აშშ-ის კონგრესი და კონგრესმენები ყველა ფორმატში მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა კონგრესმენებთან - დარენ სოტოსა და ბრენდან ბოილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრები ვიცე-პრემიერის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა და მათში ასევე საქართველოს ელში აშშ-ში დავით ზალკალიანი მონაწილეობდა.

კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

საქართველო დაინტერესებულია, რათა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ - სთან გადავიდეს ახალ საფეხურზე, რაც წარმოადგენს კიდევ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მხრივ, ხაზი გაესვა  ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოსა და აშშ - ს შორის.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად, კონგრესი მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი. მისივე თქმით, კონგრესმენების მხრიდან არსებობს სურვილი,  რომ საქართველოსთან მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს.

„შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ურთიერთობა, რომელიც ძალიან მჭიდროდ და ალბათ ყველაზე მაღალ დონეზეა ჩვენ ორ ქვეყანას შორის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს.  კონგრესმენების მხრიდან არსებობს სურვილი, რომ საქართველოსთან მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს იმისთვის, რომ თანამშრომლობა, რომელიც დღეს წარმატებით მიმდინარეობს, კიდევ უფრო შედეგიანი იყოს ორივე ქვეყნისთვის" - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრული
წალენჯიხლებს პოლიციას თავს დაესხნენ - დაკავებულია სამი ადამიანი

წალენჯიხაში პოლიციელებზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს  ბულვარში 10-მდე ახალგაზრდა მთვრალ მდგომარეობაში სკანდირებდა "ქურდებს სიცოცხლე", პოლიციის მანქანის გ...

კრიმინალი 1686140653

ლიფტების გნახლება
საბურთალოს რაიონში ლიფტების განახლება აქტიურად გრძელდება

საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წელს, უკვე 34 ლიფტია განახლებული. შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ბუდაპეშტის II შესახვევი N7, N3ბ, N10; ვ. დოლიძის ქ. N15-N19; მ. ა...

საზოგადოება 1686140425

მარიამი
ვიდეო: როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვის განვითარებაში რაღაც არ მოგვწონს - „მზის შვილების“ ფსიქოლოგ მარიამ ზაქაშვილის რჩევები მშობლებს

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვის განვითარებაში რაღაც არ მოგვწონს უნდა გავითვალისიწნოთ თუ არა ბავშვის სურვილები ე.წ. ჯიუტი ბავშვი - რა დროს მივმართოთ ფსიქოლოგს ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს...

ჯანმრთელობა 1686139805

ყვითელი ლენტი
5 წლის ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა - რა მოხდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში

უბედური შემთხვევა სამეგრელოში - ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვი საავადმყოფოში წუხელ, უგონო მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს და საათნახევრიანი რეა...

შემთხვევა 1686139199

ვატო შაქარაშვილი
„პუტინი დედამიწაზე მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე არის უძლური და კაპიკ-კაპიკ ურიცხავს “ანტი-რუსებში” ყველაზე “ანტი-რუსს“ ლяკა ხოშტარიას მემკვიდრეობით მისაღებ რუბლებს“ - ვატო შაქარაშვილი

მოძრაობა ,,აი იას” წევრი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,რა გამოდის – პუტინი და პუტინის რუსეთი, რომელიც არ სცნობს საერთაშორისო სამართალს, ომებით იპყრობს სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, კლავს ათი...

სოცმედია 1686137870

ტერორისტული სახელმწიფო
"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - 20:00 საათზე პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები საქართველოში უკრაინელი აქტივისტები არიან.    "6 ივნისს, დილით, რუსმა საო...

პოლიტიკა 1686137740