ლევან დავითაშვილი - საქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური, ყველაზე პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს მქონე ქვეყანაა ამერიკისთვის

დავითაშვილი

აშშ - ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.

ლევან დავითაშვილი  ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტის მიმართულებები განიხილა. საბჭოს სხდომაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, ეკონომიკის მინისტრმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათი გავლენა და გამოწვევები. ინტერესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მიმართ  ამერიკული ბიზნესის მხრიდან გამოითქვა, მოიცავს მთელ რიგს დარგებს - მათ შორის არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე.

„ენერგეტიკა დღეს აქტუალური თემაა. ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობები. ამასთან, საქართველო განიხილება ევროპისთვის ენერგომატარებლების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტადაც. ასევე დიდია განახლებადი ენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობები ქვეყანაში, რაც ამერიკელ ინვესტორებს ძალიან აინტერესებთ," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს რეგიონში. მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  საქართველოს როლი რეგიონში განსაკუთრებულია და საქართველო არის მოკავშირე, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან აკავშირებს.

„საქართველო არის რეგიონში ყველაზე სტაბილური, ყველაზე პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს მქონე ქვეყანა ამერიკისთვის, რაც არის ყველაზე მეტად პრიორიტეტული," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობას.

„უსაფრთხოების და პოლიტიკის სფეროში ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან დიდი პროგრესი, მაგრამ ასევე დიდი პოტენციალია ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, რომელიც ასევე უნდა იყოს გამოყენებული. ამისთვის ამერიკული ბიზნესი არ იქნება მარტო. საუბარია ამერიკის სახელმწიფო საფინანსო ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებაზე," - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისი განცხადებით, ამერიკულ ბიზნესთან საუბრისას განიხილება პროცესში ისეთი ორგანიზაციების ჩართულობა, როგორიცაა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC), აშშ - ის ექსპორტ-იმპორტ ბანკი; აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სხვ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობები არის პრიორიტეტული და ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.

ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ  საქართველოს ელჩი აშშ - ში დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტო
N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა....

პოლიტიკა 1711715815

სალომე ზურაბშვოლი
პრეზიდენტის თქმით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე საგარეოს ელჩებთან არ უსაუბრია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში...

პოლიტიკა 1711715700

ივანიშვილი კობახიძე
„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია“ - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან მის კომუნიკაციას და მისგან მიღებულ რჩევებს შეეხებოდა, პასუხად, განაცხადა:   მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულ...

პოლიტიკა 1711715631

კალაძე კახა
„ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ. ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი“ - კახა კალაძე

თბილისის მერი გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებას, სადაც მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელების დამსახურებაა და ა...

საზოგადოება 1711715431

კალაძე
„მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია“ - კახა კალაძე  გახარიაზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  რეალობას აბსოლუტურად აცდენილი უწოდა გიორგი გახარიას განცხადებას  „ქართული ოცნების“ მომავალ არჩევნებში დამარცხებასა და ოპოზიციაში გადანაცვლებასთან  დაკავშირებით, როდესაც...

პოლიტიკა 1711715359

ქარქაშაძე
„დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია“ - ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გასული წლის ბოლოს გაცემული დაპირება, რომ გაზაფხულზე გვეყოლებოდა ახალი ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე მოემსახურებოდნენ, შესრულებულია, – ამის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711715210