ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო

ლიბერთი

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც  ინოვაციური საპილოტე პროგრამის დაწყებას, კერძოდ  მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს.აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) და CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" (G-HIP) მიერ. საპილოტე პროგრამისთვის შეირჩა თხილის კულტურა, ხოლო პროგრამაში მონაწილე მხარეებად  ლიბერთი ბანკი და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია.  ლიბერთიმ, ახალი აგროპროექტის ფარგლებში, შეარჩია ფაქტორინგის ფორმა, რომელიც მეთხილე ფერმერების გამარტივებული ფორმითა და უმოკლეს ვადაში დაფინანსების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.,, ფაქტორინგის პროგრამაში, ლიბერთი ბანკთან ერთად ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სასაწყობო  მეურნეობა და თავად ფერმერი. პროექტი მეთხილე ფერმერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა უმოკლეს ვადაში, მხოლოდ თხილის უზრუნველყოფით და გამარტივებული წესით მიიღონ ბანკისგან დაფინანსება. აღნიშნულისთვის  ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენს თხილის პროდუქციის დასაწყობება საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობ და სასაწყობო ცენტრებში, სადაც მაქსიმალურადაა დაცული თხილის შენახვისათვის აუცილებელი ყველა პირობა; მნიშვნელოვანია ის,რომ დასაწყობებული თხილის პროდუქციის ხარისხზე ფერმერი აღარ იქნება პასუხისმგებელი. შესაბამისად, ფერმერი თავიდან აიცილებს იმ დანაკარგებს, რომლებიც წარმოიქმნება თხილის პროდუქციის სახლის პირობებში შენახვისას" - მერაბ ჭითანავა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორი.,, ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე მორგებული ახალი პროგრამების განხორციელებას. დღეიდან ვიწყებთ ახალ აგროპროექტს, რომელიც  მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს.აღნიშნული, საბანკო სფეროში ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს და მეთხილე ფერმერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, ბანკისგან სესხი უმოკლეს ვადაში, მხოლოდ თხილის უზრუნველყოფით და გამარტივებული წესით მიიღონ.  ლიბერთი  მომავალშიც გააგრძელებს  ახალი პროდუქტების დანერგვას, რომელიც ფერმერების საჭიროებებზე იქნება მორგებული" -  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სპეცრაზმი მოწამვლა
„საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენება“ - ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ  „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს სამართალდამცველებს...

პოლიტიკა 1713541383

მიშელი
„რუსული კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს“ - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს. ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. "მინდა ვთქვა გარკვევით:...

პოლიტიკა 1713539818

ქაცარავა
„დვანში, ბოლო 3 კვირაში საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა“ - დავით ქაცარავა

 ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა: "ვბრუნდებით სოფელ დვანი...

პოლიტიკა 1713539382

გვარამია ივანიშვილი
“თავშესაფარი რუსების სისხლიანი ფულისთვის – ბიძინა ამაშიც გააკეთებს ფულს” – ნიკა გვარამია

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება და ამბობს: ეს კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი...

პოლიტიკა 1713539165

ლენტიი
ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა

ბათუმში,  უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა -  ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით,  აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან  შეხვედრას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მ...

საზოგადოება 1713539044

გომელაური ხარება
“ხარება” ღირსეულია, რა გვექნა, გაგვეშვა? ახლები მოგვეყვანა? – ვახტანგ გომელაური

შს მინისტრი, პარლამენტში გამოსვლისას “ხარებაზე” საუბრობს და ამბობს: ხარება – ბევრი რამე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერ...

პოლიტიკა 1713538907