მარაგების კონტროლი Clound-ზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფით
ბიზნესი & ეკონომიკა • 1745574777
მარაგების კონტროლი ყოველთვის დიდი გამოწვევაა როგორც დიდი და საშუალო, ასევე მცირე ბიზნესებისთვისაც. მოითხოვს სიზუსტეს, დიდ ადამინურ და ფინანსურ რესურსს, თან არასდროს არ ხართ დაზღვეული გადაცდომებისგან.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით უკვე დიდი ხანია დაინერგა და დიდი წარმატებით სარგებლობს პროგრამა iCash, რომელიც ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფაა და იძლევა საშუალებას, მართოთ და აკონტროლოთ მარაგები მარტივად, აწარმოოთ გადახდები და სხვა ბიზნესოპერაციები, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში გჭირდებათ.
რა უპირატესობა და სარგებელი აქვს ქლაუდზე დაფუძნებულ პროგრამას?
ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამა გაძლევთ საშუალებას, აკონტროლოთ ბიზნესი დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან პლანშეტის, მობილურის, ან ლეპტოპის მეშვეობით. მისი დახმარებით თვალს ადევნებთ ობიექტზე მიმდინარე მოვლენებს, გექნებათ ინფორმაცია გაყიდვებზე, შესყიდვებზე, ფინანსურ გასავალსა, თუ შემოსავალზე.
გარდა ამისა, როდესაც სარგებლობთ ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამით - სარგებლობთ სრული უსაფრთხოებით, რაც ნიშნავს, იმას, რომ თქვენი ინფორმაცია სანდო ხელშია, „მოთავსებულია“ სანდო სერვერზე და ვერანაირი ვირუსი, ხელახალი ინსტალაცია და ან სხვა მიზეზი ვერ გახდება მისი დაკარგვის მიზეზი.
როგორ ამარტივებს მარაგების მართვას სავაჭრო პროგრამა iCash?
iCash-ის სავაჭრო პროგრამა გთავაზობთ დახვეწილ, მოხერხებულ და ეფექტურ ოპერაციებს მაღაზიისთვის, იგი გეხმარებათ ააჩქაროთ გაყიდვების პროცესი, აკონტროლოთ მარაგები და გააუმჯობესოთ მომსახურება, iCash იდეალური არჩევანია იმ შემთხვევაში თუ თქვენი მიზანია მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესება და სამუშაო პროცესების გამარტივება თქვენს ობიექტზე.
მისი მეშვეობით შეძლებთ:
· პროდუქციის მარტივად მიღებას
· მიღება/დაბრუნებას RS.GE-დან
· მომწოდებლების სიის მართვას
· მიღებების ფილტრაციას სხვადასხვა მონაცემების მიხედვით
· პროდუქციის სიის, მიღებების, აღწერების, მომწოდებლების და სხვა მონაცემების იმპორტს სხვა პროგრამული უზრუნველყოფიდან
iCash -თან ერთად, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადააადგილოთ პროდუქცია საწყობებსა და ობიექტებს შორის, რათა დააკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნები. სისტემა უზრუნველყოფს მარაგების ეფექტურ მართვას და კონტროლს, რაც გარანტიაა იმისა, რომ ყოველთვის გექნებათ საჭირო პროდუქტი ხელთ.
პროგრამა საშუალებას გაძლევთ, სხვა მაღაზიის პროგრამული უზრუნველყოფიდან მარტივად გადმოიტანოთ მონაცემები, რაც ამარტივებს საწყისი ნაშთების შეტანას.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით iCash-ის მარკეტის პროგრამა გაძლევთ საშუალებას მარტივად აკონტროლოთ მარაგები და გააუმჯობესოთ ბიზნესოპერაციები დიდი ინვესტიციის გარეშე.
პირველი თვის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ iCash-ის საცდელი ვერსიით სრულიად უფასოდ, შემდეგ კი აირჩიოთ ბიზნეს ან პრემიუმ პაკეტი და გადაიხადოთ მაქსიმუმ 60 ლარი თვეში იმ პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს თქვენი ობიექტის მუშაობის პროცესს.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











