მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ყაზახეთიდან საქართველოში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1652509261 178

„ყაზახეთი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას, რათა ამ ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. ყაზახეთში პოპულარული ბლოგერების მოწვევა და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების გაცნობა ამ კამპანიის ნაწილია. ამასთან, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში იმისთვის, რომ მეტმა ყაზახმა ტურისტმა იმოგზაუროს საქართველოში. დღეს საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის 5 ქალაქიდან კვირაში 20 რეგულარული რეისი ხორციელდება, რომელიც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 31 - მდე გაიზრდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, 2022 წლის პირველ 4 თვეში ყაზახეთიდან განხორციელებული ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22,5 პროცენტით გადააჭარბა და ეს დინამიკა ზრდადია.
„ყაზახეთში ტურისტების რაოდენობის ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეს დინამიკა ზრდადია და 2022 წლის პირველ 4 თვეში ყაზახეთიდან განხორციელებული ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22,5 პროცენტით გადააჭარბა, შეგვიძლია ამ ბაზარზე უფრო უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები და შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს ყახაზეთში საქართველოში ტურისტად ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფო-ტურის ფარგლებში ბლოგერებმა თბილისი, უფლისციხე და ბორჯომი დაათვალიერეს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კახეთში ვიზიტით. კერძოდ, ისინი მოინახულებენ სიღნაღს, გაეცნობიან ადგილობრივ კულინარიას, ესტუმრებიან ლოპოტას ტბას. ტურის პარალელურად ბლოგერები მოამზადებენ საქართველოს ბუნების, კულტურის, სამზარეულოსა და ქალაქების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ათიათასობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა. ინფო-ტურის მიზანია ყაზახეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

მოძრაობა ,,აი იას” წევრი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,რა გამოდის – პუტინი და პუტინის რუსეთი, რომელიც არ სცნობს საერთაშორისო სამართალს, ომებით იპყრობს სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, კლავს ათი...
სოცმედია • 1686137870

"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები საქართველოში უკრაინელი აქტივისტები არიან. "6 ივნისს, დილით, რუსმა საო...
პოლიტიკა • 1686137740

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: „ღრუსეთი. სმოლენსკი.სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო.გაუპატიურების მსხვერპლთა დასათვალიერებელი მაგიდა - გინეკოლოგიური სავარძელი პირდაპირ მორგის ოთახ...
სოცმედია • 1686137267

ნუგზარ სულა სულაშვილი სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს: „თავს არ ვიცოცხლებ ხალხოო ეს ტრადიცია გარყვნილმა ევროპამ და ამერიკამ რომ წაგვართვას!!! პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის აზრს და შეხედულებებს....
სოცმედია • 1686136249

საქართველოს მსახიობი, ჯონ მალკოვიჩი ეწვევა. არსებული ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩამოვა.
შოუბიზნესი • 1686135761

ყოფილი პარლამენტარი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს: ,,ჩვენთან “ლაითად” და როყიოდ უყვართ თქმა, რომ სსრკ დაიშალა და ზოგი იმასაც ამატებს, ისედაც დაიშლებოდა, სულ რომ არ გეომაო. მიმაჩნია, რო...
სოცმედია • 1686135414