მარიამ ქვრივიშვილი: საამაყოა, რომ საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მოიაზრება, როგორც კოვიდის დროს სწრაფი აღდგენის ტემპის მქონე ქვეყანა ტურიზმსა და ავიაციაში

ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ესპანეთში საერთაშორისო სამიტზე  „Future of Tourism Word Summit"  მაღალი დონის მინისტრერიალზე სიტყვით გამოვიდა.

მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სფეროს აღდგენის სწრაფ ტემპზე და მსოფლიო ტურიზმის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილება და მიღწევები გაუზიარა. 
მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად მიმოიხილა "განახლებული რეგიონების" პროექტი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორცილდება და ხელს  უწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში. 
სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დასაქმების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობის მნიშვნელობაზე.


„მსოფლიო ტურიზმის სამიტზე, მინისტერიალის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, თუ როგორ მოვახერხეთ  ასეთ მოკლე დროში კოვიდის მიუხედავად ასეთი სწრაფი ტემპით ტურიზმისა და ავიაციის აღდგენა.  გარდა ამისა ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, საქართველომ მოიყვანა მაგალითი განახლებული რეგიონების პროექტის, რომელიც ხელს შეუწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში. ასევე ვისაუბრეთ დასაქმების მნიშვნელობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და სხვა ქვეყნებს გააჩნია კოვიდ-19-ის რეალობაში. რა თქმა უნდა აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, პოზიციონირებას და ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მოიაზრება, როგორც კოვიდის დროს სწრაფი აღდგენის ტემპის მქონე ქვეყანა ტურიზმსა და ავიაციაში."-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


სამიტი  ესპანეთში, ბარსელონაში იმართება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენენ.

 „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის მონაწილეობა მიიღოს სამომავლოდ ტურიზმის სწორად დაგეგმვის პროცესში და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა მიიღოს წამყვანი ტურისტული ქვეყნებიდან."-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა

სამიტი ორი დღის განმავლობაში გრძელდება და მასში მსოფლიოს 70  ქვეყნის 80 სპიკერი ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშელი
„რუსული კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს“ - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს. ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. "მინდა ვთქვა გარკვევით:...

პოლიტიკა 1713539818

ქაცარავა
„დვანში, ბოლო 3 კვირაში საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა“ - დავით ქაცარავა

 ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა: "ვბრუნდებით სოფელ დვანი...

პოლიტიკა 1713539382

გვარამია ივანიშვილი
“თავშესაფარი რუსების სისხლიანი ფულისთვის – ბიძინა ამაშიც გააკეთებს ფულს” – ნიკა გვარამია

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება და ამბობს: ეს კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი...

პოლიტიკა 1713539165

ლენტიი
ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა

ბათუმში,  უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა -  ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით,  აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან  შეხვედრას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მ...

საზოგადოება 1713539044

გომელაური ხარება
“ხარება” ღირსეულია, რა გვექნა, გაგვეშვა? ახლები მოგვეყვანა? – ვახტანგ გომელაური

შს მინისტრი, პარლამენტში გამოსვლისას “ხარებაზე” საუბრობს და ამბობს: ხარება – ბევრი რამე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერ...

პოლიტიკა 1713538907

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონალური ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთი...

პოლიტიკა 1713538763