მარიამ ქვრივიშვილმა TRACECA - ს კონფერენციაზე საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1653115889 47

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო USAID-ისა და TRACECA-ს პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოში სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის პერსპექტივები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციები, რომლებიც TRACECA - ს პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობენ.
მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოზე, როგორც რეგიონის სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ცენტრზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ამ ფუნქციის განვითარებას უწყობენ ხელს. მისი თქმით, რეგიონში გაიზარდა ინტერესი საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების მიმართ და ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა პრიორიტეტულ პროექტებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა, ასევე საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო კავშირების განვითარებაზე ევროკავშირთან, მათ შორის, საფიდერო და საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაზე, რომელმაც უნდა გაზარდოს ტვირთბრუნვა აზიიდან სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს გავლით ევროპაში და პირიქით. მისი თქმით, საქართველოს შესწევს ძალა, რათა მოემსახუროს გაზრდილ ტვირთნაკადს საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით, აგრეთვე აქტიურად მუშაობს მისი განვითარების მიმართულებით.
დაგეგმილია, რომ კონფერენციის საერთაშორისო მონაწილეები დაათვალიერებენ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, გაეცნობიან პორტების და საბაჟო -გამშვები პუნქტების საქმიანობას.

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით სურამში 3 კოტეჯისგან შემდგარი კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა საქართ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657093124

ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხა...
საზოგადოება • 1657093046

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დღეს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „იცი...
საზოგადოება • 1657092982

დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა - დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის...
საზოგადოება • 1657092849

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით. ბერძნული მედია კი დაკავებულ...
კრიმინალი • 1657092407

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ტვ მონიტორინგის...
სამართალი • 1657091875