"მარნაველი“ - ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში

მარნაველი

კომპანია CBS ჯგუფი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში 2019 წლიდან შევიდა, გლობალური პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნის მიუხედავად, სწორედ აღნიშნულ პერიოდში მოხდა ჯერ კიდევ 2002 წელს დაარსებული საწარმოს სრულად გადაიარაღება, მისი ახალი, იტალიური ტექნიკით აღჭურვა და წარმოების ახალი კონცეფციის შექმნა. კომპანიამ სწორედ აღნიშნულ პერიოდში გაიარა რებრენდინგი და შეიქმნა სრულიად ახალი ქართული ბრენდი „მარნაველი“, რომელისთვისაც გასული 2022 წელი წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა.

„მარნაველის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ღვინის ერთდროულად რამდენიმე პრესტიჟული ფესტივალის რჩეული გახდა. ახალმა ქართულმა ბრენდმა მსოფლიოს წამყვანი სომელიეების და სტუმრების აღფრთოვანება დაიმსახურა.

„მონდუს“ უმაღლესი ჯილდო „მარნაველის“ სამმა პროდუქტმა მიიღო. ოქროს მედლით გერმანიიდან საქართველოში 2019 წლის მუხაში დაძველებული საფერავი დაბრუნდა, ოქრო მოიპოვა „მარნაველის“ 2019 წლის მუხაში დაძველებულმა რქაწითელმა და განსაკუთრებული გემოვნების მქონე ევროპელებს არ გამორჩენიათ, არც „მარნაველის“ 2019 წლის ქვევრის ქისი-ხიხვი, რომელმაც ფესტივალიდან დამსახურებული ოქრო წარმიღო.

„მარნაველისთვის“ ასევე წარმატებული იყო, დიდ  ბრიტანეთში დაარსებული IWSC (International Wine & Spirits Competition) საერთაშორისო ღვინისა და სპირტების კონკურსი, საიდანაც ქართულმა კომპანიამ, 5 წარდგენილი ღვინის ნიმუშიდან 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო დაიმსახურა.

ჰონგ კონგში დაარსებული საერთაშორისო ღვინისა და სპირტების კონკურსი გამორჩეული გამოდგა "მარნაველისთვის“, ოთხი ღვინისა და ბრენდის ნიმუშიდან, კომპანია ოთხივეში დაჯილდოვდა სამი ოქროსი და ერთი ვერცხლის მედლით.  მარნაველის მანავი,  ქისი-ხიხვი , მუხის კასრებში  დაძველებული ყურძნის ბრენდი Marnaveli XO  და Marnaveli 5 - Gold Award 2022 and Best Grape ხუთწლიანი დავარგებით.

კომპანია „მარნაველი“ მოცემული დროისთვის ოცდაათი სახეობის ღვინოს და ყურძნის  ბრენდს აწარმოებს და წელიწადში 3 მილიონამდე ბოთლს ასხამს. ტრადიციულ ბაზრებს ჩინეთის და ამერიკის ბაზარიც  დაემატა,  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უკრაინა იყო.

ვაზი მთელი საქართველოდან -ეს მარნაველის კონცეფციაა, მისი ღვინო კი ბედნიერებას ინახავს. გახსოვდეთ - ახალი წლის სადღეგრძელო „მარნაველით“ უნდა შესვათ და მთელი წლისთვის  ბედნიერება შეინახოთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოსტრდია
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია „პოსტრედმა“ ახალი  ბრენდინგითა  და  მკაფიოდ გამოხატული  იდენტობით  ვიდეო თამაშების ბაზარზეც წარმატება მოიპოვა

2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353984

სტარტაფ
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353691

ლავროვი
"2008 წელს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა" - ლავროვი ეუთოს სამიტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.   აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...

მსოფლიო 1701351019

ევრო დოლარი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701350921

ხაბეიშვილი
„გადადგეს ხაბეიშვილი, პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“ – ენმ-ის თბილისის ორგანიზაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...

პოლიტიკა 1701350729

ხვიჩია
„ღმერთმა დაგვიფაროს“ – იაგო ხვიჩია „გირჩის“ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე

 „ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...

პოლიტიკა 1701348507