მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ბიზნესი & ეკონომიკა • 1783094493
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში 2026 წლის საუკეთესო ათეული ცნობილია. პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
აღნიშნული ინიციატივის მიზანი გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენა და დაფასებაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებას ქმნიან.
წლევანდელი მასწავლებლების საუკეთესო ათეულის წევრები გახდნენ:
- ცოტნე გვაჯაია, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
- არჩილ თოდუა, ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;
- მარიამ კვაჭაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- დავით მალაზონია, თანამედროვე განათლების აკადემიის ისტორიის მასწავლებელი;
- მაგდა მიქაბერიძე, თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
- ეკატერინე ჩიქოვანი, თბილისის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მადონა წერედიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- დავით ჯანდიერი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23 საჯარო სკოლის, მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის და აზროვნების აკადემიის სკოლის მოქალაქეობის, ბიზნესისა და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
- ირინა ჯვარშეიშვილი, გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის N182 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- ლაურა ჯიმშელეიშვილი, დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი სამ ეტაპად ტარდება: პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურ შემოწმებას გადიან, რის შემდეგაც საუკეთესო ათეული ირჩევა. შემდგომ ეტაპზე ხდება ხუთი ფინალისტის გამოვლენა, ხოლო გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს, 120-ზე მეტმა კი თავად შეავსო განაცხადი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წელს დაწესდა და გლობალური ინიციატივის - „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია. პროექტის მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი - ალტე უნივერსიტეტი.
ინფორმაციისთვის, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკისთვის განათლება უკვე ექვს წელზე მეტია CSR მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებს შორისაა: საქართველოს ბანკის სტიპენდიები, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება, იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი, STEM სკოლა, STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი, საჯარო მეტყველების კონკურსი და სხვა ინიციატივები.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
დღეს, 12 აგვისტოს, გერმანიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მერაბ ცუხიშვილი 18 წლის გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენი, ცენტრალური მცველი, კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადის — ის პირველი პრ...
სპორტი • 1786479000
12 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი აქტიური აზროვნების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების ენერგიას ატარებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ინფორმაციის სწორად...
ეს საინტერესოა • 1786478460
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ლიზი მოისწრაფიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელე...
საზოგადოება • 1786476812
„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეორე მოქალაქე ვალშია: საფინანსო სექტორის სესხით ქვეყნის 1.99 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც მოსახლეობის თითქმის ნახე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786456397
საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნუ...
საზოგადოება • 1786454728
როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს? თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786451759








