MBC-ის ვალუტის კურსი - თქვენი გონივრული არჩევანი
ბიზნესი & ეკონომიკა • 1694599703 39

საქართველოში მოქმედი მცურავი გაცვლითი კურსი გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. ეროვნული ბანკი კურსის ცვლილებაში მონაწილეობას არ იღებს, არ ერევა სავალუტო ბაზრის პროცესებში გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კურსის მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება.
სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკისთვის ხელმისაწვდომი ხდება წინა სამუშაო დღის 16:30-დან, მიმდინარე სამუშაო დღის 16:30-მდე. ოფიციალური გაცვლითი კურსი ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გაანგარიშების დღის არაუგვიანეს 17:00 საათისა.
კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკი:
· ამზადებს ლარის ბანკნოტებსა და მონეტებს;
· მიმოქცევიდან იღებს მოძველებულ ბანკნოტებს და მონეტებს;
· ანაცვლებს მათ ახალი ვალუტით;
· ანადგურებს ძველ ბანკნოტებს და მონეტებს;
რა უნდა ვიცოდეთ ინფლაციის შესახებ?
ლარის კურსის ცვლილებით დოლართან მიმართებაში ყოველთვის იზრდება ინფლაციის საშიშროება. ინფლაციას იგივე ,,დაფარულ გადასახადს“ უწოდებენ. ამ დროს ერთი და იმავე თანხით უფრო ნაკლები პროდუქციის და მომსახურების შეძენას შეძლებთ. შესაბამისად, პროდუქტზე ფასები მატულობს და მსყიდველობითუნარიანობა მცირდება.
2022 წლის დეკემბერში სამომხმარებლო საქონელზე ფასები 9,8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ბოლო 12 თვის მაჩვენებლებს ინფლაცია 11.9%-მდე არის გაზრდილი. ინფლაციის გამომწვევი მიზეზებია:
· მდგომარეობა, როცა ეკონომიკაში მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას;
· როდესაც ფასები იმატებს ნედლ მასალებზე, ან ხელფასების მატება წარმოებული პროდუქტის ღირებულებას ზრდის;
· დაწესებული ფასის ინფლაცია ხდება, როდესაც ბიზნესები ფასებს მოგების ზრდის მიზნით უმატებენ;
· როდესაც ერთ დარგში ფასების ზრდა სხვა სექტორების ფასებსაც ზრდის;
განხილული ტიპების გარდა საქართველოში ე.წ. მიწოდების შოკები არსებობს (იგივე იმპორტირებული ინფლაცია), რაც საერთო ინფლაციის დონის ზრდას უწყობს ხელს.
ვალუტა MBC-ში
MBC ლიდერი საფინანსო კომპანიაა, რომელიც თანამედროვე მიდგომებითა და გამარტივებული პროცედურებით მუშაობს. ვალუტის გადაცვლა და სხვა ნებისმიერი მომსახურების მიღება დისტანციურ რეჟიმშია შესაძლებელი, რაც დაგიზოგავთ დროს და ფილიალის რიგში დგომას აგარიდებთ თავიდან.
იმისთვის, რომ ვალუტა ონლაინ რეჟიმში გადაცვალოთ, უნდა ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს, მარტივად დაარეგისტრიროთ პირადი ონლაინ კაბინეტი და საჭიროებისას, გაგზავნოთ კონვერტაციის მოთხოვნის განაცხადი. კომპანიის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის შემდგომ კონვერტირებული ვალუტა განაცხადში თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩაგერიცხებათ.
კომპანიის სერვისცენტრები საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი, ამიტომ თუ ფილიალში ვიზიტს გადაწყვეტთ მომსახურების მიღება არ გაგირთულდებათ. სამუშაო დღეებში, მომსახურების მიღება 09:30-დან 18:00-მდე შეგიძლიათ (შაბათს- 10:00-დან 13:30 საათამდე).
თუ გსურთ ვალუტის ხელსაყრელი კურსით ისარგებლოთ, ყურადღებით გაეცანით ემბისის ვებგვერდს და უფასო ონლაინ კონსულტაცია გაიარეთ.

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული, 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს. ამ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს. “ვიპოვეთ მადლობა და დიდება უფალს პირველ რიგში, არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ თქვენ ა...
სოცმედია • 1696019100

“ჩვენი შვილების სისხლს არ დაგაღვრევინებთ! მადლობა ბიჭებო! ძალიან მაგრად მუშაობს სუს-ი! არ აგარევინებთ,არა!!!! ხალხი მთავრობის მხარეს დგას!!!!” წერს ლალი მოროშკინა.
სოცმედია • 1696018800

"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში - 9 წელი სად იყავით სისხლისმსმელი ნაცები და თქვენი სააკაშვილიო და პასუხი დავაკოპირე: ----სად ვიყავით და სახელმწიფოს ვაშენებდით, მიშას ვედექით გვერდი...
სოცმედია • 1696018500

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა. "უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მ...
საზოგადოება • 1696018200

გია სურამელაშვილმა ყოფილ შეყვარებულს მორიგი მიმართვა მიუძღვნა. @giasuramelashvili0 #ფორიუზეა? #გლობალ🌍 ♬ original sound - Gia Suramelashvili
სოცმედია • 1696017900

"#სუფთაჰაერიჩემიუფლებაა უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია ჭავჭავაძის 47 ნომერი, სახლის დემონტაჟი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია" წერს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლაცს" და ვიდეოს ავრცელებს.
სოცმედია • 1696017300