მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე

საქბანკი

საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

28-30 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ლოზანამ ტურნირის ისტორიაში პირველად, გრანდ სლემს უმასპინძლა.  ტურნირში მონაწილეობა მსოფლიოს 78 ქვეყნის 525 ძიუდოისტმა მიიღო.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.  ქართველმა ფალავნებმა მაყურებელს არაერთი დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა შესთავაზეს.

უკვე ტრადიციად იქცა, რომ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ტატამიდან მედლის გარეშე აღარ ბრუნდება. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალამდე მიმავალ გზაზე მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა - მან ფინალამდე 2 იპონით და 2 იუკოთი მიაღწია. გადამწყვეტ ბრძოლაში მის პირისპირ ძალიან რთული მეტოქე, ფრანგი სარა ლეონი იდგა. ეთერმა ფრთხილი და ტაქტიკურად გამართული ბრძოლა აჩვენა, მეტოქეს იუკოთი აჯობა და საქართველოს ოქროს მედალიც მოუტანა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ილია სულამანიძეც (100 კგ.). ილია ტურნირზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მისივე გამარჯვებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინალამდე იოლი გზა გაიარა. ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში, სულამანიძის მეტოქე ნიდერლანდელი სიმეონ კათარინა იყო, რომლის ასპარეზობაც წელს თბილისშიც ვიხილეთ, სადაც ვერცხლის მედალს დაეუფლა. ურთულეს და დაძაბულ ბრძოლაში ილია სულამანიძემ დამაჯერებლობა შეინარჩუნა, გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინა და ოქროს მედალს დაეუფლა.

პირველ ადგილამდე ცოტა დააკლდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ გამორჩეულ წევრს, გურამ თუშიშვილს (+100 კგ). გურამმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ინალ ტასოევთან დასანანი მარცხი იწვნია, თუმცა მისი ბრძოლა ამით არ დასრულებულა. რეპეშაჟში გადასვლის შემდეგ, მან ორ შეხვედრაში  გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დამსახურებულად დაეუფლა.

საერთო ჯამში, საქართველომ ლოზანას გრანდ სლემი სამი მედლით დაასრულა - ოქროს მედალს ეთერ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე დაეუფლნენ, ხოლო გურამ თუშიშვილმა კი  საკუთარ კოლექციას ბრინჯაო დაუმატა.

საინტერესო დებიუტი და საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 

ლოზანის გრანდ სლემი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანისთვის, რომელმაც ჩვენს ნაკრებთან ერთად მიღწეული დიდი წარმატების შემდეგ უზბეკი ძიუდოისტების გამოწრთობა დაიწყო. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა - უზბეკეთის ნაკრებმა ტურნირზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სრულ შემადგენლობას, ტურნირზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას შემდეგი სპორტსმენები იცავდნენ:

  • კაცები: თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე 66 კგ.), მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ლოლაძე (ორივე 73 კგ.), ზაურ დვალიშვილი (81 კგ.), ლუკა ჯავახიშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე 90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
  • ქალები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე - 57 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს

საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების  მთავარი სპონსორია

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172