მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" სახელით მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1653553577 101

„ტრადიციულად, როდესაც ყველა აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" უერთდება დღესასწაულს და თბილისში წარმოდგენილები ვართ სამეწარმეო ბაზრობით, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა. სააგენტოს დირექტორმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა, სადაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით დაფინანსებული, ასევე სხვა ქართული კომპანიების წარმოებული პროდუქტია წარმოდგენილი.
„ყველა ერთად ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი გვეყოლება, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს უფრო მეტ ქართულ პროდუქტს და უფრო მეტ დასაქმებულ ადამიანს. 2000-ზე მეტი პროექტი გვაქვს დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამებში და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებასთან ერთად, ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც რჩება საქართველოში და არ გადის ქვეყნიდან" - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც, მთავრობის ორგანიზებით, ქვეყნის ყველა ქალაქში აღინიშნება, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში. მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაცის, „საქრუსენერგოს," ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სივრცეები და პავილიონები.

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმაზე მსჯელობს. პარამენტში დღეს ოპოზიციური პარტიების წევრები და ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრა დახურულ კარს მი...
სამართალი • 1656855080

მესამე სექტორმა "ფონდ ღია საზოგადოების" ოფისში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოებმა ის 12 პუნქტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატ...
საზოგადოება • 1656854746

უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია. დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რ...
მსოფლიო • 1656849083

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დ...
საზოგადოება • 1656849000

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უს...
პოლიტიკა • 1656847562

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა: "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღე...
რელიგია • 1656847310