ბიზნესი & ეკონომიკა • 1726746394
ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლის 31 მარტიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს. მოლაპარაკების შესახებ და ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირების დეტალებზე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ , აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თითქმის ორწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა და დღეს, შედეგი სახეზეა.
,,2023 წლის მონაცემებით easyJet-მა 83 მლნ მგზავრის გადაყვანა შეძლო. მათი წლიური შემოსავალი 10.9 მლრდ აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. შესაბამისად ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია. როგორც ავიაციაში ვამბობთ, მსგავს ავიაკომპანიებს შეუძლიათ ‘’to put you on the map”. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმ განვითარებისა და სწორი პოლიტიკის, რომელიც საავიაციო ინდუსტრიას გააჩნია და ავიაკომპანია easyJet-ი უკვე 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლონდონი წლების მანძილზე იყო ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, სადაც პირდაპირი ფრენა არ გვქონდა. უმნიშვნელოვანესი იყო ჟენევის მიმართულება, რომელიც ევროპის შუაგული და პოლიტიკური ცენტრი გახლავთ და მილანი, რომელიც ერთ-ერთ საინტერესო ტურისტული მიმართულებაა,-“განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, რაც მთავარია, ფრენები მოგზაურებისთვის იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. ირაკლი ქარქაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ მგზავრთნაკადი და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება.
,,დარწმუნებული ვარ, რომ easyJet-ის ოპერირება იქნება წარმატებული და ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე მყარად მოიკიდებს ფეხს. ეს სამი მიმართულება იქნება მხოლოდ დასაწყისი ჩვენი თანამშრომლობის და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მიმართულებას შევთავაზებთ ჩვენს მგზავრებს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ბრიტანული მულტინაციონალური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა. კომპანია 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები...
საზოგადოება • 1728481098
„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...
საზოგადოება • 1728469283
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან. "გუშინ ევროპარ...
პოლიტიკა • 1728467766
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...
პოლიტიკა • 1728465140
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...
პოლიტიკა • 1728464809
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...
პოლიტიკა • 1728464459
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი