მოითხოვე იპოთეკური სესხი ონლაინ

იპოთეკური

უძრავი ქონების შეძენა ბევრისთვის აუხდენელი ოცნებაა, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და თანხის დაზოგვის სირთულე, ხშირ შემთხვევაში, საკმარისი კაპიტალის დაგროვების საშუალებას არ იძლევა. თუმცა გამოსავალი რა თქმა უნდა მოიძებნება - სასურველი სახლის, ბინის, აგარაკის, ან კომერციული ფართის შესაძენად, ასევე, მიმდინარე ვალდებულებების გადასაფარად, ან სხვა მიზნებისთვის - იპოთეკური სესხი არსებობს.

 

იპოთეკური სესხი ქონების უზრუნველყოფით გაცემული გრძელვადიანი კრედიტია, რომლის აღებაც ხშირად თქვენი ცხოვრების მომდევნო რამდენიმე წლის ყოფას განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ კომპანია, რომელიც სასურველ კაპიტალს თქვენზე მორგებული პირობებით გასცემს.

 

იპოთეკური სესხი MBC-ში

MBC-ის იპოთეკური სესხის აღება აპრობირებული პრაქტიკაა მათთვის, ვისაც მიზნების ასრულებისთვის მოქმედება დღესვე სურს. კომპანია მრავალი წელია ინარჩუნებს სანდო რეპუტაციას, რაც მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომებითა და შეღავათიანი პირობებით ყალიბდება. სესხის განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კომპანიის სერვის ცენტრებში ვიზიტის გზით. რთული და დამღლელი პროცედურების გავლა საჭირო არ არის -  ამას გარდა, მნიშნველოვანია ისიც, რომ MBC განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხაში შედის პასპორტი, ან ID ბარათი, შესაბამისი უძრავი ქონების ფლობისა და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხოლო სესხის გარანტიად როგორც უკვე არსებული, ასევე მომავალში შესაძენი უძრავი ქონება შეიძლება ჩაითვალოს.

 

ნებისმიერ სრულწლოვან მსესხებელს ონლაინ განაცხადის გაკეთებიდან რამოდენიმე წუთში კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდება, დეტალურად უპასუხებს მის მიერ დასმულ შეკითხვებს და შემდგომი პროცედურებისთვის კომპანიის სერვის ცენტრში დაიბარებს.

 

იპოთეკური სესხის აღებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ დაფიქსირდა ე.წ. კერძო იპოთეკარების თაღლითური სქემებით მოქმედების ფაქტები. აღნიშნული პირების ნაწილი ხშირად კანონის გვერდის ავლით აფორმებს ხელშეკრულებას, რის გამოც ბევრი მომხმარებელი დაზარალებულიც კი დარჩა.  იმისთვის, რომ დაზარალებულთა რიგებში არ აღმოჩნდეთ, შეგიძლიათ ამ მხრივ ემბისის გამოცდილ ექსპერტებთან გაიაროთ კონსულტაცია სრულიად უსასყიდლოდ.

 

MBC იპოთეკურ სესხს ეროვნულ ვალუტაში გასცემს, რაც მოგცემთ იმის გარანტიას, რომ კურსის ცვალებადობის გამო თქვენი ყოველთვიური შენატანის ოდენობა არ გაიზრდება.

 

ლოდინი არ არის მარტივი მაშინ, როდესაც საქმე საკუთარი სახლის/ბინის შეძენას ეხება, რადგან ცხოვრების თითოეული წუთის საკუთარ, თქვენს გემოვნებაზე მორგებულ სივრცეში გატარება სიმშვიდესთან, კომფორტთან და დაცულობასთან ასოცირდება. მაშინ, როცა გრძელვადიანი კრედიტი არსებობს ამის განხორციელება გაცილებით უფრო მარტივია, მთავარია არჩევანი სწორ კომპანიაზე შეაჩეროთ, რომელთან  თანამშრომლობითაც ოცნების ახდენას მსხვერპლის გაღების გარეშე შეძლებთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 29 სექტემბერს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (...

საზოგადოება 1695903840

საქბანკი ქალები
საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ გრძელდება

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695897141

ლიკა
პატარა ლიკამ დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულად ემართება კრუნჩხვა, ოპერაციის ჩასატარებლად მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...

საზოგადოება 1695895320

ირე ლიზა
„იარე ლიზას“ სცენარისტის პირველი კომენტარი სკანდალური ჩვენების შემდეგ

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას"  სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...

საზოგადოება 1695895231

შეაწუხე ირაყლი
"ირაყლის" გამო უფლებადამცველების და აქტივისტების დაჯარიმება უკანონოა - SJC

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...

პოლიტიკა 1695894881

გოგოტიშვილი
„ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“- „ოცნების“ რომელ დეპუტატზე საუბრობს თენგო გოგოტიშვილი

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“ 

სოცმედია 1695894739