მწვანე ინიციატივა - სიახლე თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში

მწვანე

თიბისის ბიზნესდაჯილდოება - ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც 2016 წელს ბიზნესის პოპულარიზაციისა და ბიზნესსექტორის განვითარების მიზნით შეიქმნა, ტრადიციას არ არღვევს და კონკურსს ყოველ წელს ახალი, საინტერესო და აქტუალური ინიციატივებით ამრავალფეროვნებს.

ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორების მიერ წლევანდელი კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებს შორის საგანგებოდ აღსანიშნია განსაკუთრებული ჯილდო - მწვანე ინიციატივა, რომელიც თიბისიმ გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდთან (Global Climate Partnership Fund (GCPF)) ერთად დააწესა.

კლიმატური ცვლილებების შემსუბუქების პროცესში თავისი წვლილის შესატანად თიბისი წლებია, აქტიურადაა ჩართული. გუნდის მიერ შემუშავებული  გარემოსდაცვითი პოლიტიკის  მნიშვნელოვანი ნაწილია გარემოსდაცვითი მართვის სისტემა (EMS), რომელიც უზრუნველყოფს თიბისის მუშაობის შესაბამისობას გარემოს, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და ადგილობრივ რეგულაციებთან. ამასთან, თიბისის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა სერტიფიცირებულია ISO 14001:2015 სტანდარტის მიხედვით, რაც ნიშნავს იმას, რომ თიბისის პოლიტიკა და გარემოსდაცვითი პრინციპები შესაბამისობაშია საერთაშორისო, ISO 14001:2015 სტანდარტებთან.თიბისი ახორციელებს სხვადასხვა  მნიშვნელოვან აქტივობებსა და ინიციატივებს გარემოსდაცვითი, მდგრადი ფინანსირებისა თუ გარე კომუნიკაციების მიმართულებით.

კლიმატური ცვლილებების შესამსუბუქებლად განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, აქტიურად ზრუნავს ბიზნეს სექტორიც. მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა კამპანიების გააქტიურების ფონზე, თიბისიმ გადაწყვიტა მწვანე ინიციატივის  ბიზნესდაჯილდოების პროექტში ინტეგრაცია  და გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდთან ერთად წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაში განსაკუთრებული ჯილდო დააწესა მწვანე ბიზნესებისა და მწვანე ინიციატივებისთვის.

„პირველ რიგში, კლიმატური ცვლილებები საფრთხეს წარმოადგენს გარემოსა  და ადამიანისთვის. ამავდროულად , ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევძლოთ დაბალი ემისიების ეკონომიკაზე გადასვლა, რაც, გარემოს დაცვასთან ერთად,  თავისთავად გულისხმობს ხარჯების ოპტიმიზაციას და მდგრად ბიზნეს მოდელების განვითარებას.
თიბისი წლებია, მხარს უჭერს და აფინანსებს განახლებადი ენერგიის წარმოებას. კომპანიის შიგნით ატარებს  სხვადასხვა ენერგოეფექტურ ღონიძიებებს. ჩვენი მანქანების 60%-ზე მეტი ჰიბრიდულია, ჩვენი ოფისები - ენერგოეფექტური. ეს ყველაფერი კი იმის დასტურია, რომ წლებია, გარემოს დაცვა სხვადასხვა აქტივობებში და ინიციატივებში გვაქვს ინტეგრირებული. ამასთან,  გვინდა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს ამ პროცესში, წავახალისოთ ისინი და ფართო საზოგადოებას გავაცნოთ საუკეთესო მაგალითები. ამ წამოწყებაში მხარი დაგვიჭირა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ - გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდმაGCPF,“ - ამბობს თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი, მაკა ბოჭორიშვილი.

გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდი GCPFაქტივების მართვის ორგანიზაციის, responsAbility Georgia-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივია და წარმოადგენს ინოვაციურ, საჯარო-კერძო საპარტნიორო ფონდს, რომელიც აერთიანებს როგორც საჯარო წყაროებიდან, ისე კერძო ორგანიზაციებისა და პირებისგან მოზიდულ სახსრებს, რომელთა ინვესტირებაც ხდება მწვანე ეკონომიკის განვითარებაში.

„ფონდი წლებია, აქტიურად აფინანსებს ენერგოეფექტურობასადა განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებთან  დაკავშირებულ პროექტებს. თიბისისთან ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში  პირველად ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა რამდენიმე კომპონენტს გულისხმობს:

1. კრიტერიუმების შემუშავება საუკეთესო მწვანე ბიზნესის შესარჩევად;

2. ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრებთან ერთად საუკეთესო ინიციატივის გამოვლენა; 

3 . ჯილდოს დაწესება გამარჯვებული კომპანიისთვის.

ჯილდო კომპანიის საჭიროებებზე იქნება მორგებული და შესაძლებელია მოიცავდეს ისეთ აქტივობეს, როგორებიცაა: ენერგო აუდიტი, უნარების გაძლიერება, ბაზრის კვლევა, საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობა და სხვა სახის მხარდაჭერა,“ - ამბობს ლევან ხმიადაშვილი, responsAbility Georgia-ს ენერგეტიკის სპეციალისტი.საუკეთესო კომპანიის შესარჩევად კრიტერიუმები GCPF-მ და ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორებმა ერთობლივად შეიმუშავეს. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილე კომპანიებიდან სპეციალური ჯილდო - მწვანე ინიციატივისთვის - გადაეცემა კომპანიას, რომელიც გამოირჩევა მწვანე ინიციატივებით, რითაც ხელს უწყობს კლიმატური ცვლილებების შერბილებას და წვლილი შეაქვს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კუპრაძე სასამართლო
ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასამართლო პროცესი  გადაიდო. შს სამინისტროს  აქციაზე დაკავებული ლელოს გენერალური მდივნის წინააღმდეგ მტკიცებულებები  ჯერ არ შეუგროვებია და დრო ითხოვა.   მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება

პოლიტიკა 1713452760

სახელმწიფო დეპარტამენტი
„ღრმად იმედგაცრუებულები ვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირებით“ - სახდეპის მეცხრე განცხადება

რუსულ კანონთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც "ოცნების" მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა მოხსენიებულია, როგორც "...

პოლიტიკა 1713451762

უკრაინა საქართველო
„რუსიფიკაცია და არა მითური "უკრაინიზაციაა" რეალური საფრთხე საქართველოსთვის“ - უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს "უცხო გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით. "მოვუწოდებთ ყველა დაინტერ...

პოლიტიკა 1713451231

პოლიტიკოსები
„არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით! რუსებს ჰგონიათ, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით!“ - ნიკა მელია

"განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.აღფრთოვანებულები ვართ ყველა,  ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვ...

პოლიტიკა 1713450763

სალომე ზურაბიშვილი
"პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია" - პრეზიდენტის ინტერვიუ TV5 Monde-თან

"ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს... პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია," - ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომ...

პოლიტიკა 1713450634

თორნიკე გოგრიჭიანი
 „მომავლის ინერცია და ერთობა ბევრად ძლიერია, ვიდრე რუსული სახადი“ - თორნიკე გოგრიჭიანი

მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოჰყვა, სოციალურ პლატფორმა instag...

სოცმედია 1713448973