მუხლის ტკივილის მკურნალობა და რეაბილიტაცია

მუხლი

მუხლის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია,რომელიც შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა მიზეზის გამო.ტკივილი მუხლის მიდამოში შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან ძლიერამდე,იყოს მწვავე და მოულოდნელი(მაგ:ტრავმის შედეგად) ან ნელ-ნელა პროგრესირებდეს.

რა იწვევს მუხლის ტკივილს?

მუხლის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

● ტრავმა:მწვავე დაზიანებები,როგორიცაა მყესებისა და იოგების დაჭიმულობა და მთლიანობის რღვევა მუხლის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.ეს დაზიანებები ხშირად თან სდევს სპორტულ აქტივობებს,დაცემას და სხვა.

● სახსრის არასწორი დატვირთვა:განმეორებითმა მოძრაობებმა ან მუხლის სახსრის გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს მუხლის ტკივილი.

● ართრიტი/ართროზი:ოსტეოართრიტი,რევმატოიდული ართრიტი ხშირად იწვევს მუხლის სახსრის დაზიანებას, ტკივილს და მობილობის შემცირებას.

● ბურსიტი:სასახსრე აბგის ანთებაა,რომლის ძირითადი სიმპტომი მუხლის ტკივილი და შეშუპებაა.

● ტენდინიტი:მყესის ანთებითი დაავადებაა.დაავადება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ უბანში, სადაც ძვალ-კუნთოვანი კავშირებია, თუმცა ყველაზე გავრცელებული ადგილებია:ცერა თითის მიდამო, იდაყვი ,მხარი, ბარძაყი, მუხლი, აქილევსის მყესი.

● მენისკის დაზიანება სიმპტომებია:სახსარში ტკაცუნის შეგრძნება, შეშუპება, ტკივილი,სახსრის გაშლის შეუძლებლობა.

● პატელოფემორალური სინდრომი:ასევე ცნობილი,როგორც “მორბენალის მუხლი”. მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ტკივილი მუხლის არეში,რომელიც ძლიერდება ისეთი მოძრაობების დროს,როგორიცაა სირბილი,ჩაჯდომა ან კიბეზე ასვლა.

რეაბილიტაცია მუხლის ტრავმის დროს

მუხლის ტკივილის რეაბილიტაცია და მკურნალობა მოიცავს სხვადასხვა მიდგომების კომბინაციას,რომლებიც მორგებულია მდგომარეობის სიმძიმესა და გამომწვევ მიზეზზე.მუხლის ტკივილის მკურნალობის ზოგადი მიდგომებია:

● მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელი ვარჯიშები:მოიცავს მარტივ მოძრაობებს,როგორიცაა მუხლის მოხრა,ბარძაყის კუნთების იზომეტრული ვარჯისი და სხვა.

● გამაძლიერებელი ვარჯიშები:მუხლის სახსრის ირგვლივი კუნთების გაძლიერება ხელს უწყობს სახსრის მხარდაჭერასა და სტაბილურობას,ტკივილის შემცირებას და შემდგომი დაზიანების პრევენციას.

● წონასწორობის და სტაბილურობის ვარჯიშები:საჭიროა დაცემისა და ტრავმის რისკების შესამცირებლად.

● დაბალი ინტენსივობის ვარჯიშები:როგორიცაა ცურვა,სიარული,ველოსიპედით სიარული  აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აძლიერებს მუხლის სახსარს ზედმეტი სტრესის გარეშე.

● ტკივილის მართვა:ყინულის პაკეტები, სითბოსა და სიცივის თერაპია, ულტრაბგერითი თერაპია,ელექტროთერაპია,მაგნიტოთერაპია და ა,შ.ფართოდ გამოიყენება მუხლის ტკივილისა და ანთების შესამცირებლად.

რეაბილიტაციის ჩატარება „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრშია“ შესაძლებელი.ადგილზე დაგხვდებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური მედიცინისა დარეაბილიტაციის სპეციალისტები, რომლებიც ევროპული და ამერიკული

გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს: www.rehabilitation.ge  რეაბილიტაციის ცენტრი თბილისში, ლუბლიანას

ქუჩაზე მდებარეობს.ჩასაწერად დარეკეთ: 032 250 15 55

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მუხრანი
ვიდეო: გზის რეაბილიტაცია „ქოცურად“ სოფელ მუხრანში

მცხეთის რაიონი სოფელი მუხრანი . აქ გზაზე მარილის დაყრა არ გახდა საჭირო რადგან გზა არ არის    

სოცმედია 1768934349

გიგა ავალიანი
"ვიცი, ვის შეხვდით სახელმწიფო დაწესებულებაში საშვის გარეშე" - მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედის სკანდალური განცხადება

მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოფო ძნელაძე ამბობს, რომ 12 იანვარს საშვების გარეშე სახელმწიფო დაწესებულებაში კონ...

სამართალი 1768930069

სტივენ დაუთი
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე“ - დაუთი

საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის. გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართ...

პოლიტიკა 1768929961

ანდრო ჭიჭინაძე
„პროკურორებს უნდათ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად, რეალობა ერთია“ - ანდრო ჭიჭინაძე

მადლობა (მოსამართლეს) იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან (პროკურორებს),...

პოლიტიკა 1768929890

კობახიძე
„სურსათსა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებსაც შევისწავლით“ – ივანიშვილის მთავრობა

პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. "კომისიის წე...

პოლიტიკა 1768929773

 ლევან ხაბეიშვილი
„ამ ფსიქოზში ცხოვრება გაუსაძლისია“ - ხაბეიშვილის გზავნილი ციხიდან

ამ ფსიქოზში ცხოვრება გაუსაძლისია. ამდენი მომტირალი დედა, სევდიანი, დანაღვლიანებული შვილები - ასე გაგრძელება შეუძლებელია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან...

პოლიტიკა 1768927049