ნათია თურნავა - აგვისტოში ექსპორტის მაჩვენებლის ზრდის გარდა, გაფართოვდა ექსპორტის გეოგრაფია

თურნავა

„საგარეო ვაჭრობის კუთხით კვლავაც ძალიან პოზიტიური  ტენდენციაა, მთლიანობაში რვა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.2%-ით არის გაზრდილი", - განაცხადა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას, ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა -  როგორც მან აღნიშნა, აგვისტოს თვეში ის 14.6% -ითაა გაზრდილი. „გაფართოვდა გეოგრაფია, გაფართოვდა არეალი. შესაბამისად, იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით ძალიან კარგი ტემპით გაიზარდა - 25.7%", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 


ამასთან, ნათია თურნავამ მედიას წლევანდელი რვა თვის ექსპორტის მონაცემების 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითი მაჩვენებელიც გააცნო. 

„როგორც იცით, წლევანდელ სტატისტიკას ხშირად ვადარებთ 2019 წელს, რომელიც იყო პანდემიამდელი და წარმატებული წელი. და აი, წელს, პირველ რვა თვეში ჩვენი ექსპორტი, თუ შევადარებთ 2019 წლის შესაბამის პერიოდს, ასევე გაზრდილია 7.2%-ით. ეს ნიშნავს, რომ კვლავინდებურად გრძელდება ეკონომიკური გაჯანსაღება, ექსპორტის ზრდა პირდაპირ აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ეკონომიკურ ზრდაში. ეს სტიმული კვლავაც ძალიან ძლიერია და ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ძალიან კარგი შანსები გვაქვს, წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი
“როცა გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ქვე­ყა­ნა ვერ გახ­დე­ბა, დღეს არ ვართ მზად, რომ გავ­ხდეთ [ევ­რო­კავ­ში­რის] წევ­რი ქვე­ყა­ნა, ხომ ასეა, ხომ მე­თან­ხმე­ბით? არ არის კონ­სენ­სუ­სი იმა­ზე, რომ დღეს­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ქვე­ყა­ნა...

პოლიტიკა 1713614632

სააკაშვილი
"ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან..." - მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” მმართველობაზე

მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" 12 წლიანი მმართველობის სხვადასხვა ნაბიჯებე წერს, რომელსაც "ღალატის  ქრონიკად" აფასებს:   "ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივან...

პოლიტიკა 1713612348

ირაკლი კობახიძე
პრემიერის მიერ წახალისებული ძალადობა თსუ-სთან - კობახიძის თვალწინ სავარაუდოდ "ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტს სცემა

პრემიერმინისტრის მიერ წახალისებული ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან - ირაკლი კობახიძის თვალწინ, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს ს...

პოლიტიკა 1713612275

გია ხუხაშვილი
„ნამდვილ ქოცად მაშინ მოინათლები…” - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ტესლაში” ზიხარ, შენს “აიფონზე” “ვოტსაფში” მოგწერენ, რომ “ფეისბუქში” უნდა დაპოსტო შენი “მაქბუქით” – “ამერიკის ელჩი აგენტიაო” და შენც შეასრულებ დავალებას,...

სოცმედია 1713611104

გვარამია ივანიშვილი
,, დარწმუნებული ვარ, ასეთზე ოცნებობს ახლა ივანიშვილი” – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: ,,ჰამელნელი მესტვირის ისტორია გახსოვთ? სტვირით რომ მოაჯადოვა ბავშვები, დაამწკრივა და გაუძღვა ქალაქიდან, წყალში შეიყვანა და ყველა დაახრჩო? და...

სოცმედია 1713610926

ღარიბაშვილი
„პატარა გადაცდომა და ყველა მკაცრად დაისჯება“ - ღარიბაშვილი აქციის მონაწილეებს ემუქრება

ატარა გადაცდომა და ყველა მკაცრად დაისჯება - ირაკლი ღარიბაშვილი აქციის მონაწილეებს ემუქრება. "ოცნების" თავმჯდომარე რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულებს ურჩევს "რაიმეს მოწყობის" ილუზია არ ჰქონდეთ...

პოლიტიკა 1713610798