ნათია თურნავა „აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარი კომპანია „ელ+"-ის საწარმოსა და შოურუმის გახსნას დაესწრო

თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  პროგრამა „აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარი კომპანია „ელ+"-ის ადგილობრივი საწარმოს და შოურუმის გახსნას დაესწრო.

ნათია თურნავა პირადად გაეცნო საწარმოს მუშაობის პროცესს და  წარმოებულ  პროდუქციას, კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარს.

„ეს არის ძალიან საინტერესო საწარმო, რომელიც შეიქმნა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით და ამზადებს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენობების ხანძრისგან დაცვასთან", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა საწარმოს საქმიანობის გაცნობის შემდეგ.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საწარმო 200-მდე ადამიანს ასაქმებს.

კომპანია „ელ+" - მა პირველად საქართველოში, სახანძრო  უსაფრთხოების ინვენტარისა და პროდუქციის წარმოება დაიწყო და განავითარა.

კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში", საქართველოს ბანკისა და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა და ახალი, ევროპული სტანდარტები, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე  დანადგარებით აღჭურვილი საწარმო დააფუძნა. კომპანიის მიერ განხორციელდა 6.000.000 ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2.000.000 ლარი „აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

საწარმო ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარებს, ცეცხლგამძლე კარადებს, ცეცხლმედეგ ვენტილირებად ფასადებს, მეტალის სტელაჟებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს.  ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო.  აღსანიშნავია, რომ კომპანია ეტაპობრივად და მიზანმიმართულად ანაცვლებს იმპორტს ადგილობრივი წარმოებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ქართულ წარმოებებს ჩვენ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი.  ეს შესაძლებელი იქნება ჩვენი განახლებული, გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, რადგან სწორედ ეს არის იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოება, რომელიც იმდენად ხარისხიან ინვენტარს ამზადებს, რომ ძირითადად მოთხოვნა ჩვენი სამშენებლო კომპანიებიდან, ჩვენი ორგანიზაციებიდან  სწორედ ამ ქართული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარსა და დანადგარებზე მოდის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი
"არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე" - ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერი ღარიბაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ოპოზიციას ლანძღავ. ამჯერად მან ანზორ და ნიკა მელიებზე ისაუბრა: "მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმი...

პოლიტიკა 1634996851

 ანდრეი სადოვოი
არ გვაქვს უფლება მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება - ლვოვის მერი მიხეილ სააკაშვილზე

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუ...

პოლიტიკა 1634995798

ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკა 1634994852

კვარაცხელია-ჟვანია
რა კავშირი აქვს ექსპრემიერის შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - რატომ დაურეკეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ბუსა ჟვანიას

რა კავშირი აქვს ყოფილი პრემიერის შვილს, ბუსა ჟვანიას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - როგორც ირკვევა, ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა...

სამართალი 1634994596

ღარიბაშვილი
9 წელიწადში ჩავატარეთ 8 არჩევნები, ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით - ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 9 წელიწადში 8 არჩევნები ჩაატარეს და ხალხი დაიღალა. ასევე, ღარიბაშვილი დარწმუნებულია , რომ მეორე ტურებში გაიმარჯვებს "ოცნება". "ნახეთ თქვენ ყველამ წლევანდელი არჩევნები,...

პოლიტიკა 1634993545

მეწყერი
ლისის ფერდი კვლავ დაიძრა (ვიდეო)

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ლისის ფერდი კვლავ დაიძრა, ამის მიზეზად ის მშენებლობებს ასახელებს. "მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ...

საზოგადოება 1634993344