ნათია თურნავა - აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5-დან 8,5 პროცენტამდე გაზარდა

თურნავა

„აზიის განვითარების ბანკმა 2021 წელს აზიის განვითარების პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდეს. კერძოდ, თუკი აპრილში ბანკში ზრდის პროგნოზს 3.5%-ის დონეზე  ვარაუდობდნენ, ახლა თავისუფლად ამბობენ, რომ 2021 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 8.5% იქნება. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სავსებით შესაძლებელია, ორნიშნა ზრდაზე გავიდეთ," - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის ავტორიტეტულ ანგარიშს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მაჩვენებელი პროგნოზის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ფარავს. „აზიის განვითარების ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია. მისი შეფასება მნიშვნელოვანია. ბანკში ნათლად აღნიშნავენ  საქართველოში მიმდინარე ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციებზე," - აღნიშნა ნათია თურნავამ

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5 პროცენტით გაიზრდება, რაც 5.0 პროცენტული პუნქტით აჭარბებს 2021 წლის აპრილში ამავე ბანკის მიერ გაკეთებულ პროგნოზს

აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკის შთამბეჭდავი, 12.7 პროცენტიანი აღდგენა ფიქსირდება. განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, საფინანსო და მომსახურების სფეროებში. ბანკის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების საფუძველი იყო მნიშვნელოვანი სამთავრობო მხარდაჭერა ბიზნესისა და ოჯახების მიმართ და საერთაშორისო დონორების მნიშვნელოვანი დახმარება. ამასთან, ბანკის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ტურიზმი კვლავ სირთულეებს განიცდის, საქართველოში ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა ფიქსირდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი
"არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე" - ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერი ღარიბაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ოპოზიციას ლანძღავ. ამჯერად მან ანზორ და ნიკა მელიებზე ისაუბრა: "მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმი...

პოლიტიკა 1634996851

 ანდრეი სადოვოი
არ გვაქვს უფლება მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება - ლვოვის მერი მიხეილ სააკაშვილზე

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუ...

პოლიტიკა 1634995798

ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკა 1634994852

კვარაცხელია-ჟვანია
რა კავშირი აქვს ექსპრემიერის შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - რატომ დაურეკეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ბუსა ჟვანიას

რა კავშირი აქვს ყოფილი პრემიერის შვილს, ბუსა ჟვანიას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - როგორც ირკვევა, ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა...

სამართალი 1634994596

ღარიბაშვილი
9 წელიწადში ჩავატარეთ 8 არჩევნები, ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით - ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 9 წელიწადში 8 არჩევნები ჩაატარეს და ხალხი დაიღალა. ასევე, ღარიბაშვილი დარწმუნებულია , რომ მეორე ტურებში გაიმარჯვებს "ოცნება". "ნახეთ თქვენ ყველამ წლევანდელი არჩევნები,...

პოლიტიკა 1634993545

მეწყერი
ლისის ფერდი კვლავ დაიძრა (ვიდეო)

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ლისის ფერდი კვლავ დაიძრა, ამის მიზეზად ის მშენებლობებს ასახელებს. "მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ...

საზოგადოება 1634993344