ნათია თურნავა: „ჩვენი მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რაიონიდან გაუსვლელად, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ინოვაციური იდეები აქციონ სტარტაპებად და რეალურ ბიზნესებად"

თურნავა

„ჩვენი ინოვაციური პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ვავითარებთ და ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას, ოზურგეთში გაიხსნა საქართველოს მასშტაბით მეცხრე ტექნოლოგიური პარკი - ეს არის საერთო სივრცე, სადაც ახალგაზრდა, ნიჭიერ, კრეატიულ ადამიანებს შეუძლიათ წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს-იდეები და ჩვენ დავეხმარებით, მათ შორის, ფინანსურად, ტექნოლოგიურად, ახალი მოწყობილობებისა და დანადგარების მეშვეობით, რომ ეს იდეები აქციონ სტარტაპებად და რეალურ ბიზნესებად" - ამის შესახებ ნათია თურნავამ  ოზურგეთში, ტექნოპარკის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. ტექნოპარკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში, მინისტრთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე მონაწილეობდნენ.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ, რომელიც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტარდება ინოვაციებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის შესაქმნელად, გამოიღო ძალიან სერიოზული შედეგები და  დღეს ორასზე მეტი სტარტაპი, რომელიც სარგებლობს სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, გრანტებით, გახსნილია უკვე საერთაშორისო ასპარეზზე, არიან კონკურენტუნარიანები და აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა ინოვატორებმა უკვე 200 მილიონ ლარზე მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს.

„იცით, რომ გასული წლის ბოლოს, ამერიკელმა ინვესტორებმა „სილიკონ ველის" ინვესტორების მონაწილეობით საქართველოში შექმნეს ახალი, 50 მილიონიანი ფონდი სწორედ იმისთვის, რომ ადგილობრივი სტარტაპები დააფინანსონ და მოხარული ვარ, რომ დღეს, უკვე გურიის, რეგიონი, კერძოდ, ოზურგეთის ახალი ტექნოპარკი დაეხმარება აქ, ადგილზე, ამ რეგიონში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ მათ განავითარონ თავიანთი ინოვაციური ბიზნეს-იდეები, დაეუფლონ სხვადასხვა ახალ უნარებს, მათ შორის, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ინოვაციური სტარტაპების ბიზნესგეგმების მომზადების პროცესს და ა.შ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ახალგაზრდები დავამაგროთ რეგიონებში, რომ, მათ, თავიანთი რაიონებიდან გაუსვლელად, ჰქონდეთ წვდომა ისეთივე მაღალი ხარისხის ინტერნეტზე, ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე, უნარებზე, ტრენინგებზე, როგორც ეს, ხელმისაწვდომია, მაგალითად, თბილისში" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ოზურგეთის ახალ ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) - უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში.  ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის," სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად.

ოზურგეთის ტექნოპარკი  დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა  თუ ადგილობრივ თვითმმართველობას გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი სანაია
"თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო" - რას ყვება გიორგი სანაიას საქმის ოქროს მოწმე მკვლელობის დაგეგმვაზე

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმე, კოტე ციხისთავი , რუსთავი 2-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვის დღემდე უცნობ დეტალებ...

სამართალი 1643398019

გიორგი ფხაკაძე
"ავშენდით, ახალი წამალი თურმე..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას ,რომლის მიხედვითაც "საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე" , და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

საზოგადოება 1643395472

რუსეთი
შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით - რუსეთი

რუსეთმა საქართველოს ოპოზიციის მიერ გამართული უკრაინის მხარდასაჭერი აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეშფ...

პოლიტიკა 1643391205

ზურაბიშვილი
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის თხოვნაა, მედიამ და საზოგადოებამაც გამოაცხადონ ერთგვარი მორატორიუმი სიძულვილი...

პოლიტიკა 1643390244

ზურაბიშვილი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის.  "ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპ...

პოლიტიკა 1643387201

ზურაბიშვილი ივანიშვილი
ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას აცხადებს, რომ მას სურდა "ეროვნული თანხმობის" პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუ...

პოლიტიკა 1643386686