ნათია თურნავა - „მსოფლო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია

თურნავა

ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" 2021 წლის რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზე დაწინაურება და ჩვენი ქულის გაუმჯობესება  ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეიტინგის შეფასებისას. 


კერძოდ, „ფრეიზერის ინსტიტუტის" 2021 წლის  „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა და მერვედან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა  8.26 ქულით. რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი ინდიკატორით აფასებს. წელს საქართველომ გასულ წელთან შედარებით, 5-დან 3 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა: „მთავრობის ზომა"; „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა" და „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება".

„ეს მართლაც არის ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიტანა - ბიზნესის თავისუფლება, მეწარმეობის თავისუფლება, კერძო საკუთრების პატივისცემა. ძალიან სასიხარულოა, რომ მიუკერძოებელი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები ამას ძალიან ადეკვატურად აფასებენ", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოდის. სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და "მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი...

პოლიტიკა 1632769234

მოსმენები
უმრავლესობის აზრით, სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნებისთვის უსმენენ - Edison Research

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირების პირად ინფორმაციას უსმენს, რათა შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.  კითხვას - "თქვენი აზრ...

პოლიტიკა 1632767217

ნაცები
გახარიას ამომრჩეველმა შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი დაუჭიროს

"კვლევა ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციები განიცდის დეგრადაციას"- ასეთია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასება Edison Risearch-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების კვლევების შედეგებთნ დაკავშირებით,...

პოლიტიკა 1632766276

მდინარაძე
"არ მგონია სერიოზული იყოს.." - მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე,  Edison Research-ის კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კვლევა "სერიოზული არ ჰგონია". მდინარაძემ თქვა, რომ მას თბილისში პირველივე ტურში...

პოლიტიკა 1632765667

გახარია მელია კალაძე
მელია 46%, გახარია 49%, კალაძე 55% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 2 ადგილს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე იკავებენ. კალაძეს მოსახლეობის 55% "პ...

პოლიტიკა 1632765329

კვლევა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ გუნდს არას ეუბნება - Edison Researc-ის კვლევა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Edison Reswarc-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგების გარდა, ძალიან საინტერესო აღმოჩენაა ის მო...

პოლიტიკა 1632764855