ნათია თურნავა - საქართველო კვლავ ადასტურებს ლიდერ პოზიციას და მსოფლიო ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორების" თანახმად, ევროპის საუკეთესო ოცეულშია კორუფციის კონტროლისა და მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით

თურნავა

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ ადასტურებს ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას და მსოფლიო ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორების" თანახმად, ევროპის საუკეთესო ოცეულშია კორუფციის კონტროლისა და მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით. ასევე  ევროპის ქვეყნებს შორის მე-12-ეა „საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების კორუფციისგან თავისუფლების" კომპონენტში. ჩვენ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ რეფორმების აღებული კურსი განვამტკიცოთ," - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა  მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" ახალი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად მსოფლიოს 214 ქვეყანას შორის საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა „კორუფციის კონტროლი", „ხელისუფლების ეფექტურობა", „კანონის უზენაესობა", „რეგულაციების ხარისხი" და სხვ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გამოყო იმ საჯარო მოხელეთა ღვაწლი, რომელთა მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მსოფლიო ბანკის ინდიკატორების გაუმჯობესება მოხდა. „ისინი თავისი ყოველდღიური შრომით საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გამყარებას უწყობენ ხელს", - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ „კორუფციის კონტროლის" მიხედვით, ზედიზედ მეოთხედ, საქართველო კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, „საჯარო მოხელებისა და თანამდებობის პირების კორუფციისგან თავისუფლების" კომპონენტში კი მსოფლიოში მე-20 და  ევროპაში-მე-12  ადგილზე გავიდა. „ხელისუფლების ეფექტურობის" კომპონენტის მიხედვით  საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 38-ე ადგილზე გავიდა. კონტინენტური ევროპის ქვეყნების  მიხედვით კი მე-19 ადგილით საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ნატოს წევრ 12 და ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს, მათ შორის, იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს,  საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს. 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევაში „მთავრობის  ეფექტიანობის" მიხედვით საქართველო მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო.

მსოფლიოს  რამდენიმე  წამყვანი ორგანიზაციისა  და  კვლევითი  ცენტრის მიერ  შეფასებულ ამ კომპონენტშიც  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Economist Intelligence Unit-ის კვლევა, რომელიც „გლობალური მმართველობის ინდიკატორების" მეთოდოლოგიით გადამუშავდა  და მსოფლიოს 180 ქვეყანაში ბიუროკრატია შეფასდა 2 პრინციპით: 1. ბიუროკრატიის ხარისხი/ინსტიტუციონალური ეფექტურობა და 2. ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.

World Governance Indicators კვლევითი მონაცემები სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მათ შორის: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, Freedom House, Economist Intelligence Unit (EIU), The Gallup Organization, Bertelsmann Transformation Index (BTI), International Fund for Agricultural Development,

Varieties of Democracy Project at the University of Gothenberg and University of Notre Dame, IHS Markit,

IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების,  კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალები ათუმი
"რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ქალების მარშს ბათუმიც შეუერთდა

"რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ქალების მარშს ბათუმიც უერთდება.   აქციის მონაწილეებმა მსვლელობა უკვე დაიწყეს. მანამდე კი ბათუმისს ცენტრალურ პარკში შეკრებილმა მოქალაქეებმა ევროკავშირის დიდი დროშა გაშალ...

პოლიტიკა 1713623509

ქალები რუსთაველი
ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ  - საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე პარლამენტთან არიან. რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა.   "ქალები ვირჩევთ ევროპას" - ამ სლოგანის ქვეშ დღეს სხვადასხვა ასაკის...

პოლიტიკა 1713623175

ევგენია კარა მურზა
„ვიცით, ამ კანონმა სადამდე მიიყვანა რუსეთი და არ გვინდა ვნახოთ იგივე სიტუაცია საქართველოში“ - ევგენია კარა-მურზა

რუსეთში კანონს უცხოეთის აგენტების წინააღმდეგ, ვინც რეჟიმსა და უკრაინაში ომს აპროტესტებს. ხელისუფლება ამ ხალხს უცხოეთის აგენტებს ეძახის - გამყიდველებს, კრიმინალებს. რუსეთის რეჟიმი ცდილობს თქვას, რომ სა...

პოლიტიკა 1713623099

ქალების მარში
"არა რუსულ კანონს" - თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში დაიწყო

თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში იმართება - მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. "არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ეს არის ასობით იმ აქტივისტი ქალის  მთავარი სათქმელი, ვინც დღეს ქუჩაში გასვლა გადაწ...

პოლიტიკა 1713620758

კოკო როინიშვილი
"ოცნებამ" შავი ნაჭერი აიფარა სახეზე და არ უნდათ, რაიმე დაინახონ“ - კოკო როინიშვილი

რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვანების მწვავე პროტესტი არ წყდება - ამჯერად "ოცნების" ინიციატივას კოკო როინიშვილი ემიჯნება. "შავი ნაჭერი აიფარეს თვალებზე და არ უნდათ, რომ რაიმე დაინახონ" - აღნიშნავს მსა...

პოლიტიკა 1713619992

მდინარაძე
"ქართულ იდენტობას ებრძვის" - მამუკა მდინარაძე გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების მიერ დადებულ ფიცზე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ გმირთა მემორიალთან დადებული ფიცი ქართულ იდენტობას ებრძვის. მდინარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ტექსტი, რომელიც გმირთა მემორიალთან შეკრებილმა აქციის...

პოლიტიკა 1713619863