ნათია თურნავა - საქართველო მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მე-9 ადგილზეა და აქვს სტატუსი "ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით"

თურნავა

„ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რაც 2018 წელს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ქვეყნის კონსტიტუციაში აისახა. ჩვენ ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის წვდომა საგანათლებლო რესურსებთან, კავშირების დამყარება ბიზნეს პარტნიორებთან, საკუთარი პროდუქციისთვის გასაღების ახალი ბაზრების მოძიება და ა.შ. საქართველო დღეს აღიარებულია ქვეყნად თავისუფალი ინტერნეტ სივრცით. ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებები მიმართულია იქითკენ, რომ გავხდეთ რეგიონული ციფრული ჰაბი, რაც ქვეყანას მისცემს დამატებით შემოსავლებს, ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მიღწევები.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობაზე ქვეყანაში ციფრული ტექნოლოგიების  დანერგვის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოყო საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმება. ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის დასაწყისში ამერიკულ მხარესათან ხელმოწერილი მემორანდუმით საქართველო მიუერთდა „Clean Network" ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. გარდა ამისა, იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს. 

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველო მთავრობის მიერ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 5 წლიანი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას, რომლის მიზანია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონში საქართველოს ციფრული და საინფორმაციო ჰაბად გარდაქმნა, კონკურენციის სტიმულირება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ციფრული უნარების განვითარება და სხვა. „ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას. ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი. ამისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან, აგრეთვე კერძო სექტორთან. ჩვენ კარგად გვესმის ინტერნეტთან წვდომის მნიშვნელობა ციფრულ ეპოქაში, ამდენად, ამ მხრივ, ვახორციელებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. საქართველოს აქვს ყველა რესურსი საიმისოდ, რომ უახლოეს პერიოდში გახდეს ინტერნეტ ჰაბი და საკუთარ ბაზარზე შეძლოს მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური ბიზნესების მობილიზება," - განაცხადა ნათია თურნავამ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელებით უნდა დაიფაროს საქართველოს ტერიტორიის 99 პროცენტი, ხოლო 5G სერვისების პილოტირება უნდა მოხდეს მინიმუმ სამ მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნაზე, რომელიც უნდა უზრუნველყოფს საბითუმო ინტერნეტ მომსახურებების მიწოდებას ტელეკომ ოპერატორებისთვის.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220