ნათია თურნავა - საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყება

თურნავა

17 იანვრიდან საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის ახალი საგრანტო პროგრამა იწყება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  დღეს ოზურგეთში ახალი ტექნოპარკის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავას  ინფორმაციით, ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე პროექტი, რომელიც საქართველოს ოთხ რეგიონს შეეხება, მათ შორის ერთ-ერთი რეგიონი გურიაა.

„საუბარია ინოვაციურ სტარტაპებსა და ინოვაციურ იდეებზე - ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, დაწყებული მობილური აპლიკაციით, რომელიც სტუმრებს გურიის ღირშესანიშნაობებს გააცნობს, დამთავრებული საავიაციო ტექნოლოგიებით და მანქანათმშენებლობით, რომლის მოდელირებაც შეიძლება  ლაზერული მჭრელების და 3D პრინტერების მეშვეობით. ჩვენ მზად ვართ, ეს კონკურსი ჩავატაროთ, სადაც

გამოვლენილი საუკეთესო სტარტაპები დაფინანსდებიან 30 000 და 100 000-ლარიანი გრანტებით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით,  საგრანტე პროგრამისთვის  ოზურგეთის ახალი ტექნოპარკის გამოყენებაც მოხდება, რათა პროგრამაში მონაწილეობა ყველა მსურველმა მიიღოს.

ახალი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი სანაია
"თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო" - რას ყვება გიორგი სანაიას საქმის ოქროს მოწმე მკვლელობის დაგეგმვაზე

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმე, კოტე ციხისთავი , რუსთავი 2-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვის დღემდე უცნობ დეტალებ...

სამართალი 1643398019

გიორგი ფხაკაძე
"ავშენდით, ახალი წამალი თურმე..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას ,რომლის მიხედვითაც "საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე" , და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

საზოგადოება 1643395472

რუსეთი
შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით - რუსეთი

რუსეთმა საქართველოს ოპოზიციის მიერ გამართული უკრაინის მხარდასაჭერი აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეშფ...

პოლიტიკა 1643391205

ზურაბიშვილი
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის თხოვნაა, მედიამ და საზოგადოებამაც გამოაცხადონ ერთგვარი მორატორიუმი სიძულვილი...

პოლიტიკა 1643390244

ზურაბიშვილი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის.  "ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპ...

პოლიტიკა 1643387201

ზურაბიშვილი ივანიშვილი
ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას აცხადებს, რომ მას სურდა "ეროვნული თანხმობის" პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუ...

პოლიტიკა 1643386686