ნათია თურნავა - შრომის ანაზღაურების ზრდა გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება

თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მონაცემებს ეხმაურება.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,328.0 ლარი შეადგინა.

ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე, მთელ რიგ სექტორებში  დაქირავებით დასაქმებულთა  შრომის ანაზღაურება გაუმჯობესდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა  ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში (სხვა სახის მომსახურების გარდა), ხელფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში - მშენებლობა (ზრდა 23.7%-ით), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (ზრდა 15.4%-ით), ტრანსპორტი და დასაწყობება (ზრდა 18.6%-ით), დამამუშავებელი მრეწველობა ( ზრდა 24.3%-ით, ინფორმაცია და კომუნიკაცია (ზრდა 12.4%-ით), ვაჭრობა (ზრდა 20.1%-ით).

ამასთან აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2%-ით გაიზარდა,  ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.6%-ით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოდის. სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და "მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი...

პოლიტიკა 1632769234

მოსმენები
უმრავლესობის აზრით, სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნებისთვის უსმენენ - Edison Research

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირების პირად ინფორმაციას უსმენს, რათა შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.  კითხვას - "თქვენი აზრ...

პოლიტიკა 1632767217

ნაცები
გახარიას ამომრჩეველმა შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი დაუჭიროს

"კვლევა ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციები განიცდის დეგრადაციას"- ასეთია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასება Edison Risearch-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების კვლევების შედეგებთნ დაკავშირებით,...

პოლიტიკა 1632766276

მდინარაძე
"არ მგონია სერიოზული იყოს.." - მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე,  Edison Research-ის კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კვლევა "სერიოზული არ ჰგონია". მდინარაძემ თქვა, რომ მას თბილისში პირველივე ტურში...

პოლიტიკა 1632765667

გახარია მელია კალაძე
მელია 46%, გახარია 49%, კალაძე 55% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 2 ადგილს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე იკავებენ. კალაძეს მოსახლეობის 55% "პ...

პოლიტიკა 1632765329

კვლევა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ გუნდს არას ეუბნება - Edison Researc-ის კვლევა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Edison Reswarc-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგების გარდა, ძალიან საინტერესო აღმოჩენაა ის მო...

პოლიტიკა 1632764855