ნათია თურნავა - ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს ვულოცავ პროფესიულ დღეს, მათ ფასდაუდებელი წვლილი აქვთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში

თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორს და მის თითოეულ წარმომადგენელს პროფესიულ დღეს - მსოფლიო ტურიზმის დღეს ულოცავს, რომელიც ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება.

„მინდა, მივულოცო ტურიზმის ინდუსტრიის ყველა მონაწილეს ეს მნიშვნელოვანი დღე, მინდა მივულოცო თვითონ ამ დარგს და ჩვენს ქვეყანას, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა, მიუხედავად კოვიდ-პანდემისაა, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია  საკმაოდ მდგრადი გამოდგა ამ შოკის მიმართ", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა მაღალი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად პანდემიის მიერ მიყენებული ძალიან დიდი დარტყმისა - კერძოდ,  წელს ქვეყანამ უკვე მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. „ამაში ძალიან დიდი დამსახურებაა თითოეული იმ ადამიანის, თითოეული იმ მეწარმის, მცირე სასტუმროს, რესტორნის, თუ ტურისტული კომპანიის მფლობელის, ტურისტული გიდის - ვინც წლების მანძილზე შრომობს ამ ძალიან მნიშვნელოვან დარგში და ამ  პროფესიას ემსახურება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ასევე მაღალი ტემპით მიმდინარეობს საერთაშორისო ფრენების აღდგენა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არსებული სურათი კი მომავალი წლისთვის სექტორთან მიმართებაში ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს იძლევა.

„თუ შევხედავთ ჩვენი საერთაშორისო ფრენების აღდგენის ინდიკატორებს - დაახლოებით 70%-ით არის საერთაშორისო ფრენები, მიმართულებები აღდგენილი 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, რაც საკმაოდ კარგი ტემპია. ასევე ისიც სასიამოვნოა, რომ ტრადიციულ ავიაკომპანიებთან ერთად ახალი ავიაკომპანიები შეემატა ჩვენს ცას, მათ შორის ლოუკოსტერები - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მომავალ წელს ეს ინდუსტრია უკვე მაქსიმალურად სრულყოფილად იქნება აღდგენილი. და მე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას, ვინც შრომობს საქართველოს ტურიზმის სექტორში, დღევანდელი,  მსოფლიო ტურიზმის დღე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი
"არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე" - ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერი ღარიბაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ოპოზიციას ლანძღავ. ამჯერად მან ანზორ და ნიკა მელიებზე ისაუბრა: "მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმი...

პოლიტიკა 1634996851

 ანდრეი სადოვოი
არ გვაქვს უფლება მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება - ლვოვის მერი მიხეილ სააკაშვილზე

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუ...

პოლიტიკა 1634995798

ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკა 1634994852

კვარაცხელია-ჟვანია
რა კავშირი აქვს ექსპრემიერის შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - რატომ დაურეკეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ბუსა ჟვანიას

რა კავშირი აქვს ყოფილი პრემიერის შვილს, ბუსა ჟვანიას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - როგორც ირკვევა, ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა...

სამართალი 1634994596

ღარიბაშვილი
9 წელიწადში ჩავატარეთ 8 არჩევნები, ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით - ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 9 წელიწადში 8 არჩევნები ჩაატარეს და ხალხი დაიღალა. ასევე, ღარიბაშვილი დარწმუნებულია , რომ მეორე ტურებში გაიმარჯვებს "ოცნება". "ნახეთ თქვენ ყველამ წლევანდელი არჩევნები,...

პოლიტიკა 1634993545

მეწყერი
ლისის ფერდი კვლავ დაიძრა (ვიდეო)

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ლისის ფერდი კვლავ დაიძრა, ამის მიზეზად ის მშენებლობებს ასახელებს. "მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ...

საზოგადოება 1634993344