ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ეკოტურიზმის სტრატეგიას მოაწერეს ხელი

თურნავა დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკოტურიზმის სტრატეგიას ხელი მოაწერეს.

ეკოტურიზმის სტრატეგიის მიზანია ქვეყნის მასშტაბით კონკურენტუნარიანი ეკოტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შექმნა,  დივერსიფიცირება, ხარისხის გაუმჯობესება და განვითარება.

ნათია თურნავას თქმით, სტრატეგიის მიხედვით 2030 წლისათვის საქართველო იქნება წამყვანი ეკოტურისტული ქვეყანა კავკასიის რეგიონში, რომელიც მისი მდიდარი ცოცხალი კულტურისა და ბუნების, აგრეთვე მაღალი ხარისხის მომსახურების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ოთხივე სეზონის ეკოტურისტულ შეთავაზებებს.

„ჩვენი სამინისტროს, ასევე გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის მთავრობისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ჩართულობით შევიმუშავეთ 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც შეეხება ეკოტურიზმის განვითარებას საქართველოში, მის ძირითად პრინციპებს. ზოგადად ეკოტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან იყოს ჰარმონიული განვითარება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დავამტკიცეთ ეკოტურიზმის ხელშემწყობი ცალკე კომპონენტი, რომელიც მოიცავს არა მარტო სესხის პროცენტის სუბსიდირებას და თანაგარანტირებას, არამედ გრანტების გამოყოფას და ეს იქნება ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია პოსტკოვიდ პერიოდში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სტრატეგია 2020-2030  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს (APA) და ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA), ასევე საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ჩართულობით მოამზადა.

დოკუმენტით განისაზღვრა ეკოტურიზმის მნიშვნელობა, მწვანე ეკონომიკის განვითარება, ასევე გაიწერა 2021-2023 წლების მიზნები და ქმედებები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვა უწყებებთან ერთად განახორციელებს.  მაგალითად სატყეოს ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების გეგმების (საიჯარო ობიექტების) მომზადება, ბილიკების მოწყობა, გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული პარკების ვიზიტორთათვის სასაზღვრო სანებართვო რეგულაციების მოწესრიგება, ნიშური პროდუქტების შექმნა, ადგილობრივი ტრადიციული წარმოების განვითარება, საგანმანათლებლო აქტივობები და სხვა.

ეკოტურიზმი საქართველოში უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ავთენტური გამოცდილების გაზიარებას, სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას; ამავე დროს, იგი უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220