ნათია თურნავამ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა

თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმში, სახელწოდებით „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება - საქართველოს სტრატეგიები ეკონომიკის აღდგენის კონტექსტში კოვიდის შემდეგ"  მიიღო მონაწილეობა.

ფორუმი საქართველოში ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება თემაზე „რას ნიშნავს მდგრადობა პრაქტიკაში" და  საქართველოში კოვიდ 19-ის შემდგომ აღდგენის ტენდენციებზე, მდგრადი და მწვანე ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრა.

როგორც ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ბოლო წლებში მიღებული იქნა  რამდენიმე საკანონმდებლო აქტი, რომელიც ხელს უწყობს მწვანე და მდგრადი განვითარების პრინციპებს, მათ შორის, კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, კანონი ენერგეტიკული ეტიკეტირების შესახებ, განახლებადი ენერგიის კანონი, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა და სხვა.

„დღევანდელი ფოუმი არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი, როდესაც ბიზნესი და მთავრობა ამუშავებს ახალ პროექტებს, რომელიც ემსახურება უფრო მდგრად გარემოს, გარემოს დაცვითი პრინციპების განვითარებას, უფრო ეკომეგობრული ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში და ამავდროულად ეს ძალიან მიმზიდველია ბიზნესისთვის. ფორუმის მონაწილეებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, თუ კოვიდის მიუხედავად, რამდენი ახალი საკანონმდებლო აქტი დაინერგა საქართველოში, რაც ქმნის  მდგრადი განვითარების მწვანე ეკონომიკის ძირითად და საკანონმდებლო საფუძვლებს, დაწყებული ენერგოეფექტურობის შესახებ კანონით, დამთავრებული განახლებადი ენერგიების შესახებ კანონით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც მწვანე ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით იდგმება. მათ შორის, ხაზი გაესვა მწვანე წყალბადის პროექტებს, რაშიც საქართველო რეგიონში პირველი იქნება.

„მწვანე ტექნოლოგიებს ვგეგმავთ ტრანსპორტის სფეროშიც, ვინაიდან ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ტრანსპორტი მეტად იყოს ჩართული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ფორუმს ასევე ესწრებოდნენ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, გეორგ კარაბაჯეკი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტი ნინო სუქნიძე და ავსტრიული და ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს - ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნებ...

საზოგადოება 1711692540

გახარია
"ოცნების" ოფისში „რაზბორკები“ მომიწყეს“ - გიორგი გახარია

„მე ვიყავი ერთადერთი "ოცნების" წევრი, როდესაც კიევში ვიღაც დურაკმა ომონმა უკრაინის მიშა სააკაშვილი რესტორანში დაიჭირეს და თმებით ათრიეს, ვიყავი ერთადერთი, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს  მიუღებელია...

პოლიტიკა 1711692060

საბერძნეთის კაპიტანი
„საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე“ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...

სპორტი 1711684688

ანა წერეთელი
ფოტო: „ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე“ - ანა წერეთელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...

სოცმედია 1711684382

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა - ნახეთ, რამდენია მისი სატრანსფერო ღირებულება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს. Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ,...

სპორტი 1711684182