ნათია თურნავამ ზეთისხილის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზეთისხილის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 


როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ზეთისხილის სექტორის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ძლიერი მხარდაჭერა, ქართველი ინვესტორების და პირველ რიგში ზეთისხილის ასოციაციის აქტივობა. მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ დღეს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი სწორედ ქართველი ინვესტორია. 


სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის წვლილს როგორც ზეთისხილის კულტურის განვითარებაში, ასევე ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის დივერსიფიცირების აქტიურ პოლიტიკაში. 
„ეს პოლიტიკა პირველ რიგში, მიმართულია სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქციის დივერსიფიკაციისკენ, აღორძინებისა და ზოგადად ქართული წარმოების განვითარებისკენ. ჩვენ მთავარი პრიორიტეტი ამ მიმართულებით  სწორედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაა ისე, რომ ჩანაცვლდეს მაქსიმალურად იმპორტი და განვითარდეს ექსპორტი. ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერა აღვუთქვით სოფლის მეურნეობის მიმართულებას და თანადაფინანსების პარალელურად, ასევე, შევთავაზეთ „აწარმოე საქართველოში" სესხის უზრუნველყოფის პროგრამა, რის შედეგადაც მრავალწლიანი კულტურების მოყვანა დღეს ქვეყანაში უფრო ხელმისაწვდომი და ფინანსურად მომგებიანი გახდა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზანია, წვლილი შეიტანოს ზეთისხილის კულტურის განვითარებაში; მათი ორგანიზებით იმართება ფორუმები საერთაშორისო დისკუსიისთვის, რათა გადაიჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზეთისხილის სექტორს უკავშირდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ყვითელი ლენტი
ხობში დღეს მეორე ტრაგედია მოხდა - გაიგეთ დეტალები

ხობში, მდინარე ხობისწყალში 50 წლის კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კახაბერ ბახტაძე წყალში ბავშვის დასახმარებლად შევიდა, რომელიც მდინარეში ჩავარდა. ვარაუდობენ, რომ მას ამ დროს გულის შეტევა მოუვიდა....

შემთხვევა 1660735269

ავარია
მძიმე ამბავი ხობიდან - ერთი გარდაიცვალა, ოთხი პირი კი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 55 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი პირი კი მძიმედ და...

შემთხვევა 1660735103

მეფე ნარიმანი
მამა ნიკოლოზს ტანსაცმელი დაუხიეს - ვინ არის მოღალატე მრევლში

მამა ნიკოლოზის მრევლი მიიჩნევს, რომ მდუმარე ბერს გარშემო მოღალატეები ჰყავს. მათი თქმით, ამაზე მოწმობს სამოსი, რომელიც ბერს დახეული აცვია. „ღალატი ახლობლისგან, ფრთხილად! რამდენი კვირაა მამაოს დახეული ს...

საზოგადოება 1660734746

ბახმარო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი, საინტერესო და ტრადიციული, სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. „ბახმაროსა"და „ნაბეღლავის" ორგანიზებითა და ბანკის ჩართუ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1660734014

სპირიდონი
„ასე აკეთებდა გიტლერი“ - მეუფე სპირიდონი ანტირუსულ კამპანიას გარკვეული ძალების ინსირირებულად მიიჩნევს

სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი ანტირუსულ კამპანიას "გარკვეული ძალების მიერ ინსპირირებულს" უწოდებს და ამბობს, რომ ასე ექცეოდა "გიტლერი" ებრაელებს: "მოვისმინე მე სოციალურ ქსელებში რომ ტურისტებს აყე...

საზოგადოება 1660733898

ნავალნი
ნავალნი დასავლეთს 600 ადამიანის დასანქცირების თხოვნით მიმართავს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვლის, რომ დასავლეთმა სანქციები უნდა დაუწესოს მის მიერ გამოვლენილ 6000 პირს.   ალექსეი ნავალნის თქმით, დასავლური ქვეყნები საკმარისს არ აკეთებენ იმისათვის, რომ დასაჯო...

რუსეთ-უკრაინის ომი 1660729331