"ოცნების" აღსარება - რატომ თქვა ევროკავშირის სესხზე უარი საქართველომ?

გიორგი კაკაურიძე

,,უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა" - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დღეს, 13 ოქტომბერს პარლამენტში ფრქაცია ,,ლელო-პარტნიორობა" საქართველოსთვის სხდომაზე გააკეთა. 

კაკაურიძის განმარტებით მთავრობას სურდა ნაკლები სესხი აეღო, ამიტომაც გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ისეთ სესხზე, რომელიც კითხვის ნიშნების ქვეშ იყო, მისივე თქმით, საქართველო კიდევ იტყვის სესხებზე უარს. 

მან საუბრისას იმასაც გაუსვა ხაზი, რომ აღნიშნული სესხი პირდაპირ ბმაში იყო იმ რეფორმებთან, რომლის გატარების ვალდებულება ქვეყანამ აიღო, თუმცა სასამართლო რეფორმის მხრივ, გარკვეული კითხვის ნიშნების გამო, კითხვის ნიშნები ჩნდებოდა სესხის ნაწილშიც. 

,,რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის თანხას, ის იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც რეფორმებს მოყვებოდა. ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა რეფორმა 10-12 მიმართულებით. პუნქტობრივად რომ გავყვეთ, ყველა მათგანი შესრულებულია. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი. მე სასამართლო სისტემის შემფასებლად ნამდვილად არ გამოვდგები. აქაური ექსპერტები, ვინც პროცესში იყვნენ ჩართული, თვლიან, რომ შესრულდა ზუსტად ის, რაც ხელშეკრულებაში ეწერა, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები შესრულებული არ იყო და შინაარსობრივად არ შეიცავდა რეფორმას, რომელი რეფორმაც იგულისხმებოდა.

ჩვენ ევროკავშირთან დაახლოება პირველ რიგში ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. ფინანსთა და ეკონომიკის ნაწილში განსახორციელებელი ყველა რეფორმა განხორციელდა. დარჩა სასამართლო ნაწილი, რაზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა", - განაცხადა კაკაურიძემ. 

შეგახსენებთ, ,,ოცნების" ხელისუფლებამ სესხის აღებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც ,,ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღებული ვალდებულებები შეახსენა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შეწირული
თბილისის კლასიკური გიმნაზიის ლეგენდარული დირექტორი ლიანა შეწირული გარდაიცვალა

გარდაიცვალა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ყოფილი დირექტორი ლიანა შეწირული. ლიანა შეწირული პირველ სკოლას თითქმის 50 წელი ხელმძღვანელობდა. ამ სკოლის ისტორიაში აისახა ქვეყნის ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მნ...

საზოგადოება 1711716368

ხვიჩია
„ლგბტ პროპაგანდა ჩავწერე Google-ში და პაპუაშვილი ამომიგდო“ - იაგო ხვიჩია

ლგბტ პრო­პა­გან­და ჩავ­წე­რე Google-ში და პა­პუ­აშ­ვი­ლი ამო­მიგ­დო. ეს არის პა­სუ­ხი იმა­ზე, ვინ არის ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი ლგბტ პრო­პა­გან­დის­ტი - "პრა­იდ­შიც" “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა”, - ამის შე­სა­...

პოლიტიკა 1711716268

ქუთაისის აერო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის ინფრასტრუქტურისა გაუმჯობესებასა და მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. დავით აღმაშენებლის სახელო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711716228

ჩერგოლეიშვილი
“ფორმულამ მორიგ ჯერზე დაგვბლოკა – კეზერაშვილის ჯუჯალარებმაც სასათბურე გარემო შეიზილეს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ფორმულაზე კეზერას ჯუჯალარები შეკრიბეს – გვარამია, ელენე, ზურა ჯაფარიძე …ევროპული საქართველოდან კაკოს ითხოვდნენ, იმისთვის რომ კეზერაშვილის არა...

სოცმედია 1711715902

18 მეტრიანი ავტო
N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა....

პოლიტიკა 1711715815

სალომე ზურაბშვოლი
პრეზიდენტის თქმით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე საგარეოს ელჩებთან არ უსაუბრია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში...

პოლიტიკა 1711715700