პაშა ბანკმა “იდეების აუქციონში” მიიღო მონაწილეობა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1653384217 46

პაშა ბანკმა იდეების აუქციონში მიიღო მონაწილეობა და გარემოსდაცვით პროექტს დაუჭირა მხარი.
19 მაისს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, იდეების ცოცხალი აუქციონი გაიმართა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებმა საკუთარი იდეის განსახორციელებლად თანხების მობილიზება აუდიტორიისგან მოახდინეს. ღონისძიება ჩატარდა თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლში.
სამი სხვადასხვა პროექტისთვის აუდიტორიისგან 20,900 ლარი შეგროვდა. პაშა ბანკმა გარემოსდაცვით პროექტს „დათას ეზო“ დაუჭირა მხარი და პროექტის განსახორციელებლად თანხის შეგროვებაში მიიღო მონაწილეობა.
„დათას ეზო“ მიზნად ისახავს, რუსთავის მოსახლეობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ურბანული მებაღეობის განვითარებას. პროექტის ფარგლებში, იგეგმება რუსთავის 10-მდე სკოლასთან თანამშრომლობა. ყოველთვიურად, „დათას ეზო“ 50-60 ბავშვს უმასპინძლებს და მოსწავლეებისთვის ჩატარდება გარემოსდაცვასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო, პრაქტიკული გაკვეთილები.
„იდეების აუქციონი “, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცნობილი სახალხო დაფინანსების მეთოდია, რომელიც ეხმარება მცირე ზომის სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს საკუთარი პროექტების პოტენციურ დონორებთან წარდგენაში და რესურსების ცოცხალ რეჟიმში შეგროვებაში. ცოცხალი ქრაუდფანდინგის პრაქტიკას საქართველოში “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ (CSRDG) ჩაუყარა საფუძველი.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
რე|ბანკი პაშა ბანკის ქვებრენდია, რომელიც 2019 წლიდან ფიზიკურ პირებს უწევს საბანკო მომსახურებას. მისი უნიკალური პროდუქტია ტოპ|ქარდი - ბარათი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გააკეთონ სასურველი შენაძენი, ღირებულება კი შემდგომ თვეებზე გადაანაწილონ პროცენტის გადახდის გარეშე.
ტოპ|ქარდის აღება მოსახერხებელია და სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად https://rbnk.ge/39O94Ws, რე|ბანკის ფილიალებში და გაყიდვების წერტილებში.

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმაზე მსჯელობს. პარამენტში დღეს ოპოზიციური პარტიების წევრები და ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრა დახურულ კარს მი...
სამართალი • 1656855080

მესამე სექტორმა "ფონდ ღია საზოგადოების" ოფისში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოებმა ის 12 პუნქტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატ...
საზოგადოება • 1656854746

უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია. დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რ...
მსოფლიო • 1656849083

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დ...
საზოგადოება • 1656849000

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უს...
პოლიტიკა • 1656847562

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა: "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღე...
რელიგია • 1656847310