„პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და Wizz Air უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი ქუთაისის აეროპორტში“ - ირაკლი ქარქაშაძე
ბიზნესი & ეკონომიკა • 1732788265
ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯოზეფ ვარადი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვარადი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ირაკლი ქარქაშაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვუმასპინძლეთ Wizz Air-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ჯოზეფ ვარადის. განვიხილეთ ქუთაისის აეროპორტში მათი ოპერირების საკითხები, ის გამოწვევები რაც გვაქვს და სამომავლო გეგმები. ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და Wizz Air კიდევ უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი ჩვენს აეროპორტში. ვისაუბრეთ ასევე, ახალი საჰაერო ხომალდების დამატებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში გვექნება საინტერესო სიახლეები ჩვენი მგზავრებისთვის. ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთობლივად განვითარებას და Wizz Air-ი ჩვენს მგზავრებს კვლავ შესთავაზებს საინტერესო სიახლეებს და ახალ მიმართულებებს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
Wizz Air-ი საქართველოში უკვე 12 წელია ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 15 ქვეყნის 23 მიმართულებით დაფრინავს.
,,მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიმყოფებით საქართველოში. მე აქ პირველად 2012 წელს ვიყავი, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა და მას შემდეგ ქვეყანაში საგრძნობ განვითარებას ვხედავთ. ჩვენ გავხდით ნომერ პირველი ავიაკომპანია საქართველოში. შევიტანეთ მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ავიაციის განვითარებაში და ხელი შევუწყვეთ უფრო მეტ მგზავრს ჰქონოდა საშუალება ესარგებლა დაბალბიუჯეტური ფრენებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და დაეთვალიერებინათ საქართველოს ღირსესანიშნაობები. გასულ წელს, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ არ გვქონდა ჩვენი ბიზნესის განვითარების საშუალება. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი 2025 წელი Wizz Air-ის ბაზებისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება და საქართველოც ამ ბაზების ნაწილი გახდება. გვაქვს მოლოდინი, რომ დავამატებთ კიდევ ერთ ხომალდს ქუთაისის აეროპორტის ბაზას, განვიხილავთ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობას და არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდას. განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ.
ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ყოველწლიურად სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს სტუმრობს. მათ შორისაა საქართველო, სადაც ჯოზეფ ვარადი, Wizz Air-ის 12 წლიანი ოპერირების მანძილზე უკვე მესამედ იმყოფებოდა და აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე დასაქმებულ თანაშრომლებს შეხვდა.
ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...
სამართალი • 1791396248
საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587
სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...
საზოგადოება • 1791379800
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...
კრიმინალი • 1791369982
თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...
საზოგადოება • 1791368400









